მსოფლიოში, ალბათ, მცირერიცხოვანია ისეთი ოჯახები, სადაც დაბადებული და აღზრდილი შვილები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში გახდნენ ცნობილნი მთელ მსოფლიოში. ერთი მათგანია ორბელების ოჯახი - რუბენ, ლევონ და ჰოვსეფ ვაჟიშვილებით. თბილისის სოლოლაკის უბნის მცხოვრებლების - აბგარ ორბელი და ვარვარა არღუთიან-მხარგრძელების ოჯახში დაბადებული და აღზრდილი, შემდეგ სანკტ-პეტერბურგში განათლებამიღებული და იქ დამკვიდრებული მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაშუქებას მიეძღვნა 4 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ორბელი ძმების უნიკალური - წაღკაძორის სახლ-მუზეუმის დირექტორ მარინე ბუნიათიანსა და უფროს მეცნიერ-მუშაკ გერასიმ მკრტჩიანთან.
|
დაწვრილებით...
|
|
ამა წლის 2 ოქტომბერს შესრულდა ღვაწლმოსილი არქივარიუსის, თბილისელი გამოჩენილი სომეხი ინჟინერის, საქართველოს სომხური ისტორიული ძეგლების მკვლევარისა და დიდი მცოდნის სარგის (სერგო) დარჩინიანის გარდაცვალების წლისთავი. თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლები, სარგის დარჩინიანის ნათესავებსა და საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოების თანხლებით ეწვივნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, სადაც განისვენებს დიდი მამულისშვილი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა პანაშვიდის წესი, გარდაცვლილის სულის სიმშვიდისათვის, ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი და პანთეონში გავრცელდა საკმევლის სურნელი.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „დეპი ჰაიქ“ არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (დირექტორი: ვაელერი ბადალიანი) ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან - ლაშა შაყულაშვილთან.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა უმასპინძლა კერძო ვიზიტით თბილისში მყოფ „ჰაიქ“ არმენოლოგიური დაწესებულების დამფუძნებელ ხელმძღვანელ ბაბკენ ვარდანიანს.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 191 192 193 194 195 196 197 198 199 200 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 193, სულ 280 |