1geo

fb you od

„დეპი ჰაიქ“ („სომხეთისკენ“) ორგანიზაციამ წარმოადგინა თავისი საქმიანობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC 09k82 

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრიგალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზგაიმართა „დეპი ჰაიქ“ არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია.

ქველმოქმედ ედილ ჰოვნანიანის მიერ აშშ-ში დაარსებული და სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციის პროგრამა, მისია და მიღწეული წარმატებები წარმოადგინეს ფონდის წარმომადგენლებმა მარიანა ვარდანიანმა და ბენო მიშოიანმა.

პრეზენტაცია დაიწყო ფონდის მოღვაწეობის შესახებ ორი ვიდეოფილმის ჩვენებით. შემდეგ მარიანა ვარდანიანმა დაწვრილებით ისაუბრა ფონდის შესახებ, ხაზი გაუსვა სამშობლოსთან დიასპორის ახალგაზრდების კავშირის გამყარებას და სომხეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობას, მოხალისეებად მუშაობით სამშობლო განვითარების საქმეში წვლილის შეტანას, გრძელვადიანი პირადი კავშირები დამყარებასა და რეპატრიაციისათვის მხარდაჭერას.

ისაუბრეს რა არსებობის 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს 32 ქვეყნიდან სომხეთში ჩამოსული ათასი მოხალისის მოღვაწეობაზე, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მოხალისის აუცილებლად ეროვნებით ერთი სომეხი ყოლის გარემოებას. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა ამ წლების განმავლობაში 65 ეთნიკურად სომეხი ადამიანის რეპატრიაციას. ადგილებზე მსგავსი პრეზენტაციების ორგანიზების საჭიროებაზე საუბრისას, აღინიშნა, რომ ინფორმირებულობის ნაკლებობის გამო საქართველოდან ამ წლების განმავლობაში იყო მხოლოდ ერთი მოხალისე, ისიც ჯავახეთიდან. ისაუბრეს საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ოჯახებში დაბინავების, მშობლიური ენის შესწავლის, სამშობლოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერების, ხალხური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობის, სამსახურის მოძებნის და სამშობლოში დამკვიდრებისთვის ფონდის მოცემული შესაძლებლობების შესახებ და 20-32 წლის თბილისელ ახალგაზრდებს მოუწოდეს ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვა.

დეპი ჰაიქ“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს და მათ დაურიგეს ორგანიზაციის საინფორმაციო მასალები.

DSC 0964 DSC 0978 DSC 1002 

www.birthrightarmenia.org/ru

facebook.com/BirthrightArmenia

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)