საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინიციატივითა და მღვდელ მანუკ ზეინალიანის წინამძღოლობით, თბილისელ მორწმუნეთა 22 კაციანმა ჯგუფმა 6-8 სექტემბერს მომლოცველობა შეასრულა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის სიწმინდეებისაკენ.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც დაიწყო „მამაო ჩვენოს“ ლოცვითა და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში დაიწყო 2014-15 სასწავლო წელი. ნაირფერი ბუშტებითა და სათამაშოებით გაფორმებულ სასწავლო ოთახებში შესვლამდე, ლამაზი ჩაცმულობითა და ფერადი თაიგულებით 50-მდე სომეხი პატარა მშობლებთან ერთად შეიკრიბა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში - დილის ღვთისმსახურებაში მონაწილეობისა და სულიერი მამის კურთხევის მიღებისათვის. პატარებს დახვდნენ საბავშვო ბაღის პერსონალი და "ჰაიარტუნ" ცენტრის თანამშრომლები და ისინი ეკლესიაში შეიყვანეს.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილებამ (განყოფილების დირექტორი და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი) მონაწილეობა მიიღო სრ დიასპორის სამინისტროს „იმ ჰაიასტან“ ყოველთა სომეხთა მეორე ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ „გუნდური ხელოვნების დღეებში“.
|
დაწვრილებით...
|