1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხური ენის სწავლების ერთდღიან სკოლებში დაიწყო ახალი სასწავლო წელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kiraknorya 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის და „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლებში დაიწყო ახალი სასწავლო წელი.

13 სექტემბერს დილით ადრე პირველ გაკვეთილზე მისულ „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის სწავლების სკოლის სამოცამდე სხვადასხვა ასაკის ეთნიკურად სომეხს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და თბილი სიტყვებით მიმართეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა და სულიერმა ინსპექტორმა დიაკვანმა გევორგ ანტონიანმა.

მასწავლებელმა თამარა გაბოიანმა ახალმოსულებს დაურიგა სრ დიასპორის სამინოსტროს მიერ გამოყოფილი ა.ქიურქჩიანისა და ლ.ტერ-გრიგორიანის ანბანი „ზანგაკ“ და ოთხი სამუშაო რვეული, მეორე კლასელებმა კი მიიღეს ჯ.გიულამირიანის სახელმძღვანელო „მშობლიური ენა-2“ და სამუშაო რვეულები.

14 სექტემბერს სომხური ენის სწავლების საათები დაიწყო „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლაში. საკვირაო სკოლის მასწავლებელი როზა ზოჰრაბიანი სიყვარულით დახვდა იმ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც მშობლიური ენის შესწავლისა და ყოველივე ეროვნულთან შეხების მიზნით მოვიდნენ სკოლაში, სადაც ყველაფერი ეროვნული სულითაა გაჟღენთილი. მოწაფეებს დაურიგდათ სახელმძღვანელოები და სამუშაო რვეულები, მასწავლებელი შეუდგა პირველი გაკვეთილის ჩატარებას, რომლის თემა სომეხი და ყოველივე სომხური იყო.

საკვირაო სკოლის მოსწავლეებს მიესალმნენ და ახალი სასწავლო წელი მიულოცეს ბეირუთელი სომეხი ეროვნული, საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოღვაწეები გაზეთ „კამარის“ რედაქტორი ჟირაირ დანიელიანი, გაზეთ „აზდაკის“ ლიტერატურული განყოფილებისა და ჟურნალ „ბაგინის“ რედაქტორი სარგის კირაკოსიანი, გაზეთ „ხოსნაკის“ რედაქტორი ჰამბიკ მარტიროსიანი. სტუმრებმა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანთან ერთად დაათვალიერეს „ჰაიარტუნ“ ცენტრი და გაეცნენ აქ განხორციელებულ სამუშაოებს.

სომხური ენის სწავლების ერთდღიან სკოლებში ასწავლიან წიგნიერებას, გრამატიკასა და ლიტერატურას, ხელს უწყობენ სომხური კომუნიკაციის განვითარებას, ასევე მოსწავლეებს უტარდებათ სომხეთისა და ეკლესიის ისტორიის გაკვეთილები. სწავლა უფასოა.

ამ სასწავლო წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიას ერთდღიან სკოლებში ორ ასზე მეტი მოსწავლის მიღების შესაძლებლობა აქვს. სკოლაში სწავლის მსურველების მიღება გაგრძელდება სექტემბრის ბოლომდე.

DSC 8660 DSC 8707

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)