მოსკოვში დაბადებულ და გაზრდილ ირენა ხარაზოვას, ვისაც თბილისში მცხოვრები მშობლებისაგან ბევრჯერ სმენია წინაპრების - დასავლეთი სომხეთიდან რისვაივაგლახით გადარჩენილი პაპის, დაკარგული ახლობლების, სომხების ხოცვა-ჟლეტის ისტორიები, გადაწყვეტილი ჰქონდა აუცილებლად დაელაშქრა არარატის მთა და მწვერვალზე აღემართა სომხური სამფერი დროშა.
|
დაწვრილებით...
|
|
აჭარის, გურიის, იმერეთის სომხებისა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი, ეკლესიის საკვირაო სკოლების პასუხისმგებელ სონა ჰოვანისიანთან, მასწავლებლებთან - გაიანე ვარდანიანთან, დიანა ჰაკობიანთან, „აღბიურ“ გუნდის ხელმძღვანელ რუზანა ჰოვანისიანსა და ახალგაზრდული მოძრაობის წევრებთან ერთად პასტორალური ვიზიტით ეწვია გურიის ქალაქ ოზურგეთს, სადაც რამდენიმე ასეული სომხური ოჯახი ცხოვრობს.
|
დაწვრილებით...
|
2014 წლის 3 ივლისს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, შედგა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური - საქართველოს კომისიის მესამე კრება. კრებას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვაჰაგნ აფიანი.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 8 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მორიგი შეხვედრა თბილისელ სომეხ საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივით მოეწყო თბილისის სომეხი ახალგაზრდების მომლოცველობა ახალციხის სომხური სიწმინდეებისკენ. მიმდინარე წლის 1 ივლისს, დილით ადრე, დაახლოებით 50-კაციანი ახალგაზრდების ჯგუფი, განყოფილების დირექტორისა და სულიერი მოძღვრის მღვდელ მანუკ ზეინალიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ახალციხეში.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 191 192 193 194 195 196 197 198 199 200 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 198, სულ 280 |