1geo

fb you od

საერთო ნათლობა მარნეულის რაიონის სოფელ ახქიორფიში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Akhqiorphi 

300 წლის ისტორიის მქონე მარნეულის რაიონის სომხური სოფელი ახქიორფი, ქრისტიანული რწმენის ერთგული, ყოველთვის თავის რელიგიურ რიტუალებსა და ცერემონიებს ასრულებდა უძველეს და ულამაზეს სომხურ მონასტერ ხუჭაპში. თუმცა, ეკლესიის კუთვნილებასთან დაკავშირებული საკითხების შედეგად 200 კომლისაგან შემდგარი ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ქრისტიანული რიტუალებისა და ცერემონიების ჩატარების შესაძლებლობას. მოსახლეობის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მოღვაწეობის შედეგად, ეწყობა გასვლითი საღმრთო ლიტურგიები, საეკლესიო დღესასწაულები, რელიგიური ცერემონიები. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო საერთო ნათლობა, რომელიც სოფელ ახქიორფიში შესრულდა 2015 წლის 6 ივნისს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარ მღვდელ მანუკ ზეინალიანის მიერ.

დაწვრილებით...
 
სკოლის ბოლო ზარი და დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

104 

2015 წლის 30 მაისს, თბილისის 104- სომხური საჯარო სკოლის 2014-15 სასწავლო წლის გამოსაშვები კლასის გამოსამშვიდობებელი ზეიმი იყო. სკოლის დარბაზი ვერ იტევდა დღესასწაულზე დასწრების ყველა მსურველ. კურსდამთავრებულთა მოსალოცად იყვნენ მოსული საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიან, გაზეთვრასტანისრედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების დეპარტამენტის კოორდინატორი კარინე მანუკიანი, "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და სხვები.

დაწვრილებით...
 
ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Hunisi 1 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ლამაზი და მხიარული ღონისძიება, რომელიც 2015 წლის 1 ივნისს გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში. ღონისძიების ინიციატორი იყო საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირი (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი), "ჰაიარტუნ" ცენტრის (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი), წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის (ხელმძღვანელი: ევგენია მარკოსიანი) მხარდაჭერით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მფარველობით.

დაწვრილებით...
 
საიათნოვას „ვარდატონი“ სახალხო სიყვარულის და მეგობრობის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vardaton 

თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მოედანზე კვლავ საიათნოვას ვარდატონი იყო, 101-ე ვარდატონი. სრულიად სომეხთა პოეტის - ჰოვანეს თუმანიანის, მხატვარ გევორგ ბაშინჯაღიანისა და პოეტ იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით დაარსებული საიათნოვას „ვარდატონი“ თბილისის მოსახლეობის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელშიც მონაწილეობს ქალაქის მრავალეთნიკური საზოგადოება და ყოველი წლის მაისის ბოლო კვირა დღეს განცხადებისა და მოწვევის გარეშე, ვარდებით ხელდამშვენებული მოდის დიდი პოეტის დღესასწაულზე, პოეტის, რომელმაც თავი შესწირა საყვარელი ქალაქის თავდაცვას და დასვენებულია უძველესი სომხური ტაძრის ეზოში. მოდიან, რათა ხელახლა დატკბნენ უკვდავი პოეტის მაღალმხატვრული სიმღერებითა და ლექსებით.

დაწვრილებით...
 
იწყება ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის აღდგენითი სამუშაოები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

batumi 

2015 წლის 1 ივნისს, ბათუმში დაიწყება ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრის აღდგენითი სამუშაოები.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 161 162 163 164 165 166 167 168 169 170 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 162, სულ 280