სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების ფიზიკური მომზადებისა და სპორტული ცხოვრების გააქტიურებისკენ იყო მიმართული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივით, 2015 წლის 7 ივნისს, თბილისის 98-ე საჯარო სკოლის (დირექტორი: გიორგი მომცემლიძე) სპორტულ მოედანზე ორგანიზებული „მხიარული სტარტები“ სპორტული, გასართობი და ინტელექტუალური თამაშების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელები და ახალგაზრდობის განყოფილების სტუდენტები, 80-მდე ადამიანი, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ ცალკე გუნდებში. ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ გუნდი „ტარონ“, სურენ აბრაამიანის, გუნდი „ანდრანიკ“, ჰრაჩიკ სურმალიანის, გუნდი „არცახ“ არტურ ბაღდასარიანის და გუნდი „არარატ“ რაზიკ მურადიანის ხელმძღვანელობით.
|
დაწვრილებით...
|
|
2015 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრში გაიმართა შეხვედრა ისნის რაიონის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებთან. ბავშვთა დღის მისალოცად იყვნენ მისული საქართველოს პარლამენტის წევრებიმა რუსლან პოღოსიანი, ილია ჯიშკარიანი, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი,ისნის რაიონის ბიუროს ხელმძღვანელი ნინო კვარაცხელია, ბიუროს წევრები პავლე ნადიბაიძე, ნანა ამირეჯიბი, მამუკა გოგსაძე, რაიონის პიარ-სამსახურის უფროსი ელენე დადიანი და სხვები.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 8 ივნისს, თბილისში იყო ჩამოსული სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ედვარდ მილიტონიანი, მწერალთა კავშირის დელეგაციის თანხლებით. ვიზიტის მიზანი ოვანეს თუმანიანის თბილისის ბინის სრული სახით საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის გადაცემა იყო. სტუმრები, „ჰაიარტუნ " ცენტრში კომიტასისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ეწვივნენ ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს სრულიად სომეხთა პოეტის, ოვანეს თუმანიანის, და ერის სხვა დიდებულთა საფლავები.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 7 ივნისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დღესასწაული აღინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, სასულიერო პირთა მონაწილეობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 6 ივნისს, ახალციხეში იყვნენ ჩასული მომლოცველთა ჯგუფები თბილისიდან, ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ვირაპიდან გამოსვლის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. ქალაქის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა, იქადაგა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა და ვერცხლის ჯვარი აჩუქა ეკლესიას. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს მორწმუნეებს მიმართა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ვისი წინამძღოლობითაც აკურთხეს ნაჩუქი ჯვარი. მომლოცველებმა დაათვალიერეს ახალციხის ღირსშესანიშნაობები, შემდეგ მონაწილეობა მიიღეს სიყვარულის სადილში (აგაპე) და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 161 162 163 164 165 166 167 168 169 170 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 161, სულ 280 |