გაეროს გენერალური ასამბლეა პირველად 1981 წელს გამოვიდა ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა წევრ-ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების შემადგენლბაში ახალგაზრდობის წარმომადგენლების ჩართვას, ვინაიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდობის საკითხების წინ წამოწევას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.
|
დაწვრილებით...
|
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების აქტივისტებმა მოაწყვეს მორიგი დახმარება დაზარალებულთათვის. განყოფილების აქტივისტები, 16 ივნისს, ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების სამუშაოთა კოორდინატორ ნინა სეროპოვასთან ერთად გამოცხადდნენ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში და ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სახელით გადასცეს დახმარება - კვების პროდუქტები, სხვადასხვა სახის მარცვლეული, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება აგრძელებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციაში.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანის და ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანის ინიციატივით, თბილისელი ახალგაზრდების შემადგენლობით მოხალისეთა რაზმმა, 2015 წლის 15 ივნისს, მონაწილეობა მიიღო ბუნებრივი სტიქიის შედეგებისაგან ქალაქის დასუფთავების სამუშაოებში.
|
დაწვრილებით...
|
მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდის მოსახლეობა დედაქალაქ თბილისიდან მხოლოდ 60 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს, ადგილზე აქვს სულიერი მამის ყოლის, საღმრთო ლიტურგიებში და ღვთისმსახურებებში მონაწილეობის მოთხოვნილება. ამ მიზნით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი პერიოდულად ჩადის სომხებით დასახლებულ ამ სოფელში და ადგილზე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წესებით ატარებს ღვთისმსახურებებს.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 10 ივნისს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, მღვდელ ჰუსიკ ჰარუთიუნიანის, მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის და სასულიერო პირთა მონაწილეობით მიმდინარე საღამოს ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ სომხური ენის სწავლების „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინატორი კარინე მანუკიანი, "ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და უამრავი მორწმუნე. ღვთისმსახურების დასასრულს დამსწრეებს მიესალმა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი და ეპარქიის მშობლიური ენის სწავლების სკოლების კურსდამთავრებულებს მიულოცა წიგნიერების და ისტორიის კურსების წარმატებულად გავლა.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 160, სულ 280 |