ყოველი წლის 8 სექტემბერს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია ღვთისმშობლის დაბადებას აღნიშნავს უცვლელად. წელს წმინდა ქალწულ მარიამის ანასაგან შობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღინიშნა გასვლითი საღმრთო ლიტურგიებით.
|
დაწვრილებით...
|
|
2015 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში დაიწყო 2015-16 სასწავლო წელი. დილიდან მხიარული განწყობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში. ნაირფერი თაიგულებით 50-მდე სომეხი პატარა მშობლებთან ერთად ეკლესიაში იყო მოსული დილის ღვთისმსახურებაში მონაწილეობისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევის მიღებისათვის.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 21 ივლისიდან პირველ აგვისტომდე სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს პრაგრამა "საზაფხულო სკოლის" ფარგლებში ორგანიზებულ "დიასპორის სათვისტომოს საქმის ორგანიზატორი" კურსებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) აქტივისტებმა თამარ სიმონიანმა, ალინა ბალიოზიანმა და დავით ხარაზოვმა. ტრენინგებში, რომელიც მიზნად ისახავდა დიასპორის სათვისტომოს სტრუქტურათა მოღვაწეობის მხარდაჭერას, ეროვნულობის შენარჩუნების პროგრამების ეფექტიანობის ამაღლებას, სათვისტომოს საქმის ორგანიზატორთა მომზადების დონის ამაღლებას, მონაწილეობდნენ აშშ-დან, კანადიდან, ბულგარეთიდან, რუსეთსა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდა ლიდერები და აქტიური წევრები.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებულ საზაფხულო დასვენების ბანაკის მესამე ნაკადში წელს მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების აქტივისტებმა სერგეი კამალოვმა, როზიტა გამბაროვამ, არმინე ღუშჩიანმა, მარინა კირაკოზოვამ და მილენა გალუსტოვამ. ბანაკის ცხოვრებაში ჩართულნი იყვნენ უფროსკლასელები და სტუდენტები, რომელთაც მხიარულ დასვენებასთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ არქეოლოგიურ გათხრებში.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა საზეიმო მიღება. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სახელით, ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი სტუმრები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის იყო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 154, სულ 280 |