2015 წლის 16 აგვისტოს, სომხურმა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ დიდი პომპეზობით და საზეიმოდ აღნიშნა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული - სომეხთა ეკლესიის ხუთ უდიდეს დღესასწაულთაგან მეოთხე და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უძველესი დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში.
|
დაწვრილებით...
|
|
თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი, 2015 წლის 16 აგვისტოს, ეწვია თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას და დაესწრო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას.
|
დაწვრილებით...
|
თბილისელი სომეხი ახალგაზრდების ჯგუფმა წელსაც საზაფხულო დასვენების ორი კვირის გატარება სკაუტთა ბანაკში არჩია, რომელიც სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში უკვე მე-8 წელი ზედიზედ მოეწყო სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის სოფელ ლერმონტოვოს ველზე მდებარე სატყეო ტერიტორიაზე. 2015 წლის 10 ივლისს, თბილისის ახალგაზრდული ჯგუფი "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანთან ერთად ჩავიდა ბანაკში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) 11 აქტივისტი ბიჭი და გოგონა, ოვანეს შაჰნაზარიანის ხელმძღვანელობით, 12 დღე იყო „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკში და იწვნია საკარვო ცხოვრების სიამოვნება.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 14 ივლისს, გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდების მიერ თბილისის ღირშესანიშნაობების დათვალიერების მეორე ტური. ამჯერად სტუდენტების და მოსწავლეების დათვალიერების სამიზნე უბანი სოლოლაკი იყო, სადაც განსაკუთრებით 19-20 საუკუნეებში ცხოვრობდნენ და და მოღვაწეობდნენ დიდი სომეხი მწერლები და პოეტები, ცნობილი მეცნიერები და მდიდარი ადამიანები, ნიჭიერი ექიმები და ხელოვანები, სომხური ინტელიგენციის გამოჩენილი პირები.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 16 ივლისს, საქართველოს ისლამური საზოგადოების ადმინისტრაციის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა სემინარი რუბრიკით - "მარხვის საიდუმლო სხვადასხვა რელიგიებში“, რომელიც მიეძღვნა ბიბლიური ამ საიდუმლოს გამოვლინების თავისებურებებს სხვადასხვა რელიგიებში. სემინარის საპატიო სტუმარი გახლდათ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიას წარმოადგენდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 155, სულ 280 |