1geo

fb you od

მარხვის საიდუმლო სომეხთა ეკლესიის წესით წარდგენილ იქნა ისლამური საზოგადოების სემინარზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

T.Narek 

2015 წლის 16 ივლისს, საქართველოს ისლამური საზოგადოების ადმინისტრაციის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა სემინარი რუბრიკით - "მარხვის საიდუმლო სხვადასხვა რელიგიებში“, რომელიც მიეძღვნა ბიბლიური ამ საიდუმლოს გამოვლინების თავისებურებებს სხვადასხვა რელიგიებში. სემინარის საპატიო სტუმარი გახლდათ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიას წარმოადგენდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.

სემინარის მონაწილეებს წარედგინა მარხვის საიდუმლო სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებში და მისი გამოვლინების თავისებურებები. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის წესით მარხვის საიდუმლო დამსწრეებს სათანადოდ გააცნო მამა ნარეკ ღუშჩინმა. სომეხთა ეკლესიის მსახურის გამოსვლა დიდი ინტერესით მოისმინეს.

20150716 181705 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)