1geo

fb you od

სოფელ წითელში აკურთხეს სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნის ხაჩქარი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC03676 

მარნეულის რაიონის სოფელ წითელში 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივ უხუცესთა მონათხრობის თანახმად, სოფელს 100 წლის ისტორია აქვს, სოფელი სომხებით არის დასახლებული და აქ, ძირითადად, დასავლეთ სომხეთიდან გადმოსახლებულ და რისვაივაგლახით გადარჩენილთა შთამომავლები ცხოვრობენ. ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობებით ამ ტერიტორიაზე დასახლებით, სომხებმა შეინარჩუნეს მშობლიური ენა, სარწმუნოება, ეროვნული ღირებულებები. მაგრამ საბჭოთა უღმერთობის ეპოქაში მათ არ ჰქონდათ სამლოცველო და ეკლესია, ღვთის სახლის ნაკლებობა აქ ყოველთვის იგრძნობოდა.

დაწვრილებით...
 
წმიდა თარჯიმანთა დღესასწაული თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

targmanchac ton 

2015 წლის 25 ივნისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა თარჯიმანთა დღე. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მთარგმნელები, სომეხი მორწმუნეები.

დაწვრილებით...
 
Armenian Diocese Clergy Meeting in Akhaltsikhe PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

joghov 

On June 22, 2015, a consultative clergy meeting of the Armenian Diocese in Georgia was held in the rectory of the Saint Grigor Lusavorich Church (Saint Gregory the Illuminator).

დაწვრილებით...
 
კულტურის მქადაგებელთა გამოსვლა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC035622 

2015 წლის 17 ივნისს, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში გაიმართა სულიერი მუსიკის კონცერტი, რომელიც სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ფარგლებში, „სინათლე სინათლეში“ რუბრიკით, V-XX საუკუნეების სომხური სასულიერო მუსიკის ახლებური ინტერპრეტაციაა, რომელიც ტიგრან ჰამასიანის მუსიკალური ინიციატივაა, ერევნის სახელმწიფო კამერულ გუნდთან ერთად, ჰარუთიუნ თოფიკიანის ხელმძღვანელობით. საკონცერტო ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართება მსოფლიოს 100 ეკლესიასა და ტაძარში, მათ შორის ერთი არის საქართველო, თბილისის უძველესი ეკლესია „სურბ ეჯმიაწინი“.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო ეზიდური სასულიერო-კულტურული ცენტრის გახსნაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

20150616 135022 

2015 წლის 16 ივნისს, თბილისში გაიხსნა ეზიდური სათვისტომოს ახალადაშენებული სასულიერო-კულტურული ცენტრი. ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოში ეზიდთა სახლის მიწვევით, გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის სამართლებრივ და სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხთა განყოფილების დირექტორ მიქაელ ავაგიანის თანხლებით.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 159, სულ 280