2015 წლის 8 მაისს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო პირთა, ეპარქიის თანაშრომელთა და მორწმუნეთა მონაწილეობით შესრულდა მეორე მსოფლიო ომის და არცახის საგმირო ბრძოლის მსვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
|
დაწვრილებით...
|
|
დაახლოებით 25 წლის წინ საქართველოს ბოლნისის რაიონის სოფელ ბოლნის-ხაჩენში დამკვიდრებულ აღაიანობის დღესასწაულს ამჯერად უფრო ვრცელი მასშტაბი ჰქონდა მიღებული. ტრადიციული დღესასწაული საიბილეო იყო და მიეძღვნა დიდი სომეხი მწერლისა და პედაგოგის ღაზაროს აღაიანის დაბადების 175-ე წლისთავს.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 1 მაისს, დედაქალაქის 104-ე სომხურ სკოლაში (დირექტორი: ირინა ჟამკოჩიანი) სომეხთა გენოციდის მილიონნახევარ უდანაშაულო მსვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა მოსწავლეთა მონაწილეობით მომზადებული ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი. სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - კარინე ჰოვანისიანისა და გიულნარა ჰარუთიუნოვას ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებით მოსწავლეებმა დაგმეს სომეხთა გენოციდი, პოეზიის ენით გამოხატეს თავიანთი რისხვა და კომპენსაციის მოთხოვნა.
|
დაწვრილებით...
|
2014-2015 სასწავლო წელი თბილისის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულების - 98-ე რუსული საჯარო სკოლისთვის საიუბილეოა. სკოლა არსებობის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მრავალეროვან სკოლაში სწავლობს 19 სხვადასხვა ეროვნების 1200 მოსწავლე, მათ შორის 750 სომეხი ბავშვია. მრავალეროვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამკვიდრებული ტრადიციაა ბავშვების მშობლიური ხალხისადმი მიძღვნილი კვირეულების და დეკადების ფორმატით ღონისძიებათა ჩატარება, რომელიც ხელს უწყობს ერთმანეთის ხელოვნების, ეროვნული ღირებულებების გაცნობას. საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში აპრილის ბოლო დეკადა მიეძღვნა სომხურ კულტურის დღეებს, 30 აპრილს კი „სომხური კულტურის დღეების“ საზეიმო დახურვა მოეწყო.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 28 აპრილს, ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავს მიეძღვნა დადგმა „100 წლიანი ჭრილობა ..., 100 წლიანი ბრძოლა“, რომელიც ორგანიზებული იყო ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სამღვდელოებისა და პედაგოგიური პერსონალის მიერ. ეკლესიის ერთდღიანი სკოლების, „აღბიურ“ გუნდის“, „ჰეღნარ“ ცეკვის ანსამბლის, ესთეტიკური აღზრდის წრის აღსაზრდელებმა და ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა წარმოადგინეს სიმღერები, გენოციდის ტრაგიკული სცენები, ეპიზოდები კომიტას ვარდაპეტის ცხოვრებიდან, მისი შინაგანი სამყარო და დიდი სულიერი ტანჯვა, როგორც მოწმის, რომელმაც გადაიტანა გენოციდის ტრაგიკული მოვლენები. მაყურებელი მოიცვა ღელვამ და აღფრთოვანებამ.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 161 162 163 164 165 166 167 168 169 170 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 166, სულ 280 |