2015 წლის 19 აპრილს სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის წინა დღეებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა გამოფენა, რუბრიკით „სომეხთა გოლგოთა“, რომელზეც წარმოდგენილი იყო სომეხთა გენოციდის თემაზე თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა თაობის სომეხი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები, მიძღვნილი გენოციდის მსხვერპლი მილიონნახევარი სომეხის ხსოვნისადმი.
|
დაწვრილებით...
|
|
2015 წლის 19 აპრილს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, შესრულდა თბილისის უძველესი ტაძრის მთავარი შესასვლელი კარის კურთხევის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ სრ პოლიციის საგანმანათლებლო კომპლექსის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ჰოვანეს ვარიანი და სრ ადვოკატი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი დავით მანთაშიანი.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის თბილისის წმიდა პეტრესა და პავლეს ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის მრევლსა და მგალობელთა გუნდებთან ერთად გაიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. რომაულ კათოლიკური ეკლესიისა და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შემდეგ ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია მესამე მოძმე ეკლესიაა, რომელმაც გაიზიარა სომეხთა მწუხარება და სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 18 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის აღსაზრდელთა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მშობლიურ ენას, სომხური ენის პირველ პედაგოგ წმიდა მესროპ მაშტოცს. ღონისძიებით ასევე პატივი მიეგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.
|
დაწვრილებით...
|
16 აპრილს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის წინამძღოლობით, მღვდლების - არმაშ პოღოსიანისა და ტათევ მარუქიანის მონაწილეობით ხორენიასა და პატარა არაგიალში ჩატარდა 1918 წლის მაისის დასაწყისში სასტიკად დახოცილ მოწამეთა ხსენების პანაშვიდის წესი.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 161 162 163 164 165 166 167 168 169 170 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 168, სულ 280 |