1918 წლის მოწამეთა ხსოვნის პანაშვიდი ჯავახეთში |
16 აპრილს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის წინამძღოლობით, მღვდლების - არმაშ პოღოსიანისა და ტათევ მარუქიანის მონაწილეობით ხორენიასა და პატარა არაგიალში ჩატარდა 1918 წლის მაისის დასაწყისში სასტიკად დახოცილ მოწამეთა ხსენების პანაშვიდის წესი. ვიკარიუსმა სიტყვაში აღნიშნა: „ ნამდვილ ქრისტიანს, სომეხ ადამიანს უყვარს სამართლიანობა და ჭეშმარიტება, ვინაიდან სიყვარულია ყველაფრის გვირგვინი დედამიწაზე და მარადისობაში. ერთობას ჯერ კიდევ არცერთი ერი არ დაუღუპავს, პირიქით, ის, რაც მცირედ და უმნიშვნელოდ გვეჩვენება, გაერთიანებით დიდებულ შედეგს გვაძლევს. ამ რწმენით გავდიოდით ყველაზე დიდი საფრთხეების წინააღმდეგ და სიმამაცით ვიმარჯვებდით“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა. სოფელ ხორენიას მცხოვრებნი შეიკრიბნენ, რათა ელოცათ ზარბაზნების ცეცხლის ქვეშ დარჩენილ, ბოსლებში ჩამწვარ სომეხ მოწამეთა სულების სიმშვიდისათვის, მათი არსებობით მოწამეთა გასაგმირებლად და ცხოვრებით იმის დასამტკიცებლად, რომ უდრეკია სომეხი ადამიანი. 1918 წლის მაისის დასაწყისში ბოსლების მორების ქვეშ ათასობით ადამიანმა „ჰპოვა“ საფლავი. "ჩვენ ყველანი ათასზე მეტი სომხების ძვლებზე ვდგავართ, იქ, სადაც მოიტანეს და ჩაყარეს არა მხოლოდ ხორენიას 600-ზე მეტი მცხოვრები, არამედ აბულის შემოგარენის, ძირითადად სოფელ თახჩას 200-ზე მეტი მცხოვრები. დღესაც ისმის ზარბაზნების ცეცხლქვეშ დარჩენილთა ოხვრა. ისინი გენოციდის მხვერპლ იმ 3 მილიონი სომხების ნაწილია, რომელთა ხსოვნის უკვდავყოფის გარეშე ახალ თაობას ცხოვრების უფლება არა აქვს“, - განაცხადა ლიტერატურათმცოდნე ჟორა სნხჩიანმა. ბოლოს ჯავახეთის სულიერმა მოძღვარმა ლოცვა აღავლინა, დალოცა დამსწრეები და ყველამ ერთად ყვავილებით შეამკეს ერის წამებული შვილების საფლავი.
|