1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის ცენტრის დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

cucahandes 

2015 წლის 8 აპრილს, თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

დაწვრილებით...
 
გენოციდის მსხვერპლი სომეხი ინტელიგენციის წინაშე ქედის მოხრა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Komitas1 

მიმდინარე წლის 10 აპრილს, საქართველოს მუსიკოსთა შემოქმედებითი კავშირის დარბაზში გაიმართა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლი სომეხი ინტელიგენციის ხსოვნის ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, რუბრიკით „დიდებულთა ხსოვნისადმი“. ღონისძიება ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირთან თანამშრომლობით.

დაწვრილებით...
 
გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო ბათუმის რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

12356 

2015 წლის 29 მარტს, ბათუმის რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და მასპინძელი ეკლესიების სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მონაწილეობით გაიამართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო, რომელიც დაიწყო ერთობლივი საუფლო ლოცვით და სომეხთა და კათოლიკური ეკლესიების სულიერი მოძღვრების მიერ ჩატარებული პანაშვიდის წესით.

დაწვრილებით...
 
სომეხი გენერლების ვიზიტი ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიასა და „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

generals 

2015 წლის 9 აპრილს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ხაჩქარის აღმართვასთან დაკავშირებით, იერუსალიმში გამგზავრებისას, სრ ეროვნული ასამბლეის დეპუტატ, სრ ქვეყნის მცველთა მოხალისეთა კავშირის თავმჯდომარე, სომხური არმიის გენერალ-ლეიტენანტ მანველ გრიგორიანის ხელძღვანელობით დელეგაცია მოკლე დროით შეჩერდა თბილისში. დელეგაციის წევრები ეროვნული ასამბლეის დეპუტატი გენერალ-მაიორი სედრაკ საროიანი და სიუნიქის რეგიონის გუბერნატორი სურენ ხაჩატრიანი, საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იური ვარდანიანის თანხლებით, ეწვივნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ტაძარს.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოსა და თბილისის სომეხთა სახელით 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

9april 

2015 წლის 9 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ სამველ თოროსიანის ხელმძღვანელობით, პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართულ მემორიალთან დელეგაციის წევრებმა ლოცვა აღავლინეს დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის და ეპარქიისა და სათვისტომოს სახელით გვირგვინით შეამკეს მემორიალი.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 161 162 163 164 165 166 167 168 169 170 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 170, სულ 280