1geo

fb you od

საქართველოს ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიაში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საერთო ლოცვა აღევლინა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

aghotq 

2015 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის თბილისის წმიდა პეტრესა და პავლეს ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის მრევლსა და მგალობელთა გუნდებთან ერთად გაიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. რომაულ კათოლიკური ეკლესიისა და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შემდეგ ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია მესამე მოძმე ეკლესიაა, რომელმაც გაიზიარა სომეხთა მწუხარება და სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა ეკლესიის ტერიტორიაზე აქაც მოაწყო სომეხთა გენოციდის ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა, რომელმაც დიდი ინტერესი და მხარდაჭერა გამოიწვია დამთვალიერებლებში.

ერთობლივ ლოცვას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო დასი, საქართველოში სრ საელჩოს დიპლომატი კარენ მელიქიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სომეხთა ეკლესიისა და მოძმე ეკლესიების მრევლი.

ხსოვნის საღამო დაიწყო ერთიანი საუფლო ლოცვით. საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი მიესალმა დამსწრეებს, ისაუბრა დღის საიდუმლოზე, დაგმო ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება, ეროვნული კუთვნილებისა და რწმენისადმი ერთგულების გამო.

დღის საიდუმლოს შესაბამისად, ბიბლიიდან ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ, ორი მოძმე ეკლესიის წინამძღვართა მონაწილეობით, შესრულდა პანაშვიდის წესი და ლოცვა აღევლინა ოსმალეთის იმპერიის მიერ დასავლეთ სომხეთში განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა სულების სიმშვიდისათვის.

შემდეგ საქართველოს სომხური ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე ენოქ თადევოსიანი გამოვიდა სომეხთა გენოციდის შესახებ ვრცელი მოხსენებით. მისი საკუთარი ლექსით გამოხატა გულისტკივილი პოეტესა მარიანა მოსესოვა-კირაკოსიანმა.

საღამოს დასასრულს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარ ეპისკოპოს ჰანს-იოაჰიმ კიდერლენს, ყველა მორწმუნეს სომეხთა მწუხარების გაზიარებისა და ქრისტიანული სიყვარულითა და სითბოთი სომეხი მორწმუნეების მიღებისათვის. ეპარქიის წინამძღვარმა მადლიერებით ისაუბრა იმაზე, რომ გერმანიის სამღვდელოებამ 23 აპრილს მთავარ საკათედრო ტაძარში უნდა ილოცოს სომეხთათვის. „ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ბოროტების გამკლავებისა და ასევე გამარჯვებისათვის. ეს ჩვენი ერთიანი ლოცვაა ჩვენს უდანაშაულო მსხვერთა ხსოვნისათვის“, - დაასრულა სიტყვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა.

ხსოვნის საღამოს დროს შესრულდა სომხური და გერმანული სიმღერები ლუთერანული და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მგალობელთა გუნდების მიერ.

DSC02586 DSC02600 DSC02616 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)