1geo

fb you od

სომხური კულტურის დღეების საზეიმო დახურვა თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

98 

2014-2015 სასწავლო წელი თბილისის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულების - 98-ე რუსული საჯარო სკოლისთვის საიუბილეოა. სკოლა არსებობის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მრავალეროვან სკოლაში სწავლობს 19 სხვადასხვა ეროვნების 1200 მოსწავლე, მათ შორის 750 სომეხი ბავშვია. მრავალეროვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამკვიდრებული ტრადიციაა ბავშვების მშობლიური ხალხისადმი მიძღვნილი კვირეულების და დეკადების ფორმატით ღონისძიებათა ჩატარება, რომელიც ხელს უწყობს ერთმანეთის ხელოვნების, ეროვნული ღირებულებების გაცნობას. საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში აპრილის ბოლო დეკადა მიეძღვნა სომხურ კულტურის დღეებს, 30 აპრილს კი „სომხური კულტურის დღეების“ საზეიმო დახურვა მოეწყო.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სრ საელჩოს დიპლომატები კარენ მელიქიანი და არტაკ ქალაშიანი, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორი სუსანა ხაჩატრიანი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, 84-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაციკაძე და სხვები.

წამყვანების - ამალია ნიკოღოსიანისა და ჰენრიხ პეტროსიანის სომხური და ქართული წარდგენით შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა ატმოსფეროს სომხური სულისკვეთება შეჰმატა. გამოვიდნენ "ანი" ქოერეოგრაფიული ანსამბლი (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი), ინდივიდუალური შემსრულებლები - ანი ოგანესიანი, ჰენრიხ პეტროსიანი, ემა ბადალიანი, სომხური და ქართული სიმღერების ლამაზი შესრულებით. მათ დაიმსახურეს მაყურებელთა მხურვალე ოვაციები.

სკოლის დირექტორმა გიორგი მომცემლიძემ, თავისი საქმის ერთგულმა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს, დეკადის ორგანიზატორებს, მონაწილეებს. მან განაცხადა, რომ საიუბილეო ღონისძიებები სკოლაში იმავე ფორმატში გრძელდება და ხაზი გაუსვა მაისში რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციების ჩამოსვლას თბილისში.

ყველა გამომსვლელმა მიულოცა სკოლის დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივს და ღონისძიების ყველა მონაწილეს სკოლის იუბილე და სომხური დღეების დასრულებას სომხური კულტურისადმი მიძღვნილი კონცერტით, მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა აღზრდის მიმართულებით გატარებულ საქმიანობას, სკოლაში მეგობრობის, შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნას. ხაზი გაუსვეს სწავლების საქმის უზენაეს მიზანს - კარგ სწავლას, ასევე დააფასეს სკოლაში მიმდინარე მუშაობა ესთეტიკური აღზრდის მიმართულებით.

"ანი" ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა სკოლას მე -60 წლისთავთან დაკავშირებით აჩუქა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს იმ სკოლის მუზეუმში, რომელიც 2008 წლიდან საიათნოვას სახელს ატარებს. „ჰაიარტუნ“ ცენტრის სახელით სკოლას ალბომი და წიგნები გადასცა ლევონ ჩიდილიანმა.

11157457 490524997763585 646051974122502175 o 11157481 490525861096832 1963338142422883364 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)