1geo

fb you od

ღაზაროს აღაიანის 175-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა მწერლის მშობლიურ სოფელში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gh 

დაახლოებით 25 წლის წინ საქართველოს ბოლნისის რაიონის სოფელ ბოლნის-ხაჩენში დამკვიდრებულ აღაიანობის დღესასწაულს ამჯერად უფრო ვრცელი მასშტაბი ჰქონდა მიღებული. ტრადიციული დღესასწაული საიბილეო იყო და მიეძღვნა დიდი სომეხი მწერლისა და პედაგოგის ღაზაროს აღაიანის დაბადების 175-ე წლისთავს.

2015 წლის 2 მაისს, საქართველოს სომეხ მწერალთა "ვერნატუნ" კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მფარველობით გაიმართა აღაიანობის მორიგი დღესასწაული. დიდი მწერლის მშობლიურ სოფელში დელეგაციები იყო ჩამოსული თბილისდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ერევნიდან. აღაიანის სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრიბილნი იყვნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ლიტერატურის ერთგულნი, რაიონის გამგეობის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუმრები მეზობელი სოფლებიდან და დასახლებებიდან. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო პირები მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი, მღვდელი არმაშ პოღოსიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, ღაზაროს აღაიანის ნათესავები, სოფლის მოსახლეობა.

სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს სახლ-მუზეუმის ეზოში აღმართული მწერლის ძეგლი. ჩამოსულებს ერთხელ კიდევ მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ 50 წლის მუზეუმში დაცული ნივთები, ეგრძნოთ შემოქმედებითი ატმოსფერო, რამაც ხელი შეუწყო მწერლის ლიტერატურული მიდგომების, პედაგოგიური მსოფმხედველობისა და საზოგადოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას.

საზეიმო ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანმა მან ისაუბრა დიდი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, საზოგადოებას წარუდგინა საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, სხვადასხვა ჟანრის შემოქმედის შეტანილ ფასდაუდებელი წვლილზე სომხური ლიტერატურის განვითარების საქმეში.

მონაწილეებს მიესალმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, რომელმაც განაცხადა, რომ დიდი პატივია სახელოვანი მწერლის ტრადიციული დღესასწაულის აქ - მის მშობლიურ სოფელში აღნიშვნა.

ღონისძიებაზე გამოვიდნენ და აღაიან-საზოგადო მოღვაწის და პუბლიცისტის მოღვაწეობის სადიდებელი, სომეხი და ქართველი ხალხების მეგორბრობის სიტყვა წარმოთქვეს მწერალმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, პროფესორმა ემა ახტიანმა, ყოფილმა მასწავლებელმა ნორაირ ბაღდასარიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, სომხეთის მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა არსენ ჰამბარიანმა. მწერალ გაგიკ სანთერიანმა სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მიმართვა წაიკითხა.

აღაიანის სახლ-მუზეუმს ბოლნის-ხაჩენის გამოსახულებით ტილო აჩუქა მაქსიმ გიქინიანმა, ბიბლიოთეკასა და ადგილობრივ საჯარო სკოლას გადაეცა საქართველოსა და სომხეთიდან ჩამოტანილი ახალად გამოცემული წიგნები.

ღონისძიების მხატვრულ ნაწილს წარუძღვა თბილისელი სომეხი ღვაწლმოსილი პედაგოგი როზა ზორაბიანი. მხატვრულ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ნინოწმინდის კულტურის ცენტრის ანსამბლმა "ფარვანა", გაია ღარსლიანის ხელმძღვანელობით, ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მთელი დღე სოფელში დანავარდებდა აღაიანური შემოქმედების სული, იმის შეხსენებით, რომ ყარაბაღიდან გადმოსახლებული და აქ დამკვიდრებული სომეხი ადამიანი 175 წელი ჯერ ისევ „ცხოვრობს“ თავის მშობლიურ სოფელში, არ კარგავს აქტუალობას, მის ნაწარმოებები კი - ხიბლს.

DSC02811 DSC02820 DSC02835 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)