1geo

fb you od

კეთილ სამარიელთა საჩუქრები ისნის რაიონის ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

samaraci 

2015 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრში გაიმართა შეხვედრა ისნის რაიონის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებთან. ბავშვთა დღის მისალოცად იყვნენ მისული საქართველოს პარლამენტის წევრებიმა რუსლან პოღოსიანი, ილია ჯიშკარიანი, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი,ისნის რაიონის ბიუროს ხელმძღვანელი ნინო კვარაცხელია, ბიუროს წევრები პავლე ნადიბაიძე, ნანა ამირეჯიბი, მამუკა გოგსაძე, რაიონის პიარ-სამსახურის უფროსი ელენე დადიანი და სხვები.

ხალხმრავალ დარბაზში შეკრებილ მოზარდებსა და მათ მშობლებს მიულოცეს და კეთილი სურვილებით მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა რუსლან პოღოსიანმა, ილია ჯიშკარიანმა და ისნის რაიონის ბიუროს ხელმძღვანელმა ნინო კვარაცხელიამ. "კეთილი სამარიელი საქართველოში" საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის ლოჯისტიკის კოორდინატორმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციული განყოფილების დირქტორმა კარენ ერიციანმა ბავშვებს გადასცა სხვადასხვა ქვეყნის მათი თანატოლების მიერ გამოგზავნილი, ბავშვების ხელით და გულის სითბოთი მომზადებული საჩუქრები.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები, შეხვედრით კმაყოფილები და მხიარული განწყობით დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

IMGP0192 IMGP0224 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)