საიათნოვას „ვარდატონი“ სახალხო სიყვარულის და მეგობრობის დღესასწაული |
თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მოედანზე კვლავ საიათნოვას ვარდატონი იყო, 101-ე ვარდატონი. სრულიად სომეხთა პოეტის - ჰოვანეს თუმანიანის, მხატვარ გევორგ ბაშინჯაღიანისა და პოეტ იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით დაარსებული საიათნოვას „ვარდატონი“ თბილისის მოსახლეობის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელშიც მონაწილეობს ქალაქის მრავალეთნიკური საზოგადოება და ყოველი წლის მაისის ბოლო კვირა დღეს განცხადებისა და მოწვევის გარეშე, ვარდებით ხელდამშვენებული მოდის დიდი პოეტის დღესასწაულზე, პოეტის, რომელმაც თავი შესწირა საყვარელი ქალაქის თავდაცვას და დასვენებულია უძველესი სომხური ტაძრის ეზოში. მოდიან, რათა ხელახლა დატკბნენ უკვდავი პოეტის მაღალმხატვრული სიმღერებითა და ლექსებით. 2015 წლის 31 მაისს საიათნოვას „ვარდატონის“ აღნიშვნა დაიწყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საკვირაო სღმრთო ლირუტგიით, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქინი, დეკანოზი ტაჭატ დავიდიანი, სტუმრები, მორწმუნეები. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა იქადაგა დღის საიდუმლოს - ეღია წინასწარმეტყველის ხსოვნაზე, წმინდა ქალწულების ჰრიფსიმეს, გაიანეს და შოღაკათის მომავალ დღესასწაულებზე. შემდეგ ეპარქიის წინამძღვარი, სტუმრები და შეკრებილი საზოგადოება გაემართა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მოედნისკენ, რათა შეერთებოდნენ ვარდატონში მონაწილეობის მისაღებად საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა რაიონებიდან და დედაქალაქ ერევნიდან ჩამოსულ სტუმრებს, საქართველოს ხელისუფლების თანამდებობის პირებს, სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს. დღესასწაულს მათი დასწრებით პატივი დასდეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსლან პოღოსიანმა, საქართველოს შერიგებისა და თანასწორობის საკითხების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, დედაქალაქის კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა, სათვისტომოს ოფიციალურმა პირებმა. ვარდატონის ზეიმის სცენაზე ადგილები ეკავათ პოეტ- მთარგმნელ გივი შაჰნაზარს, სრ მწერალთა კავშირის მდივან პეტროს დემირჭიანს, პოეტ გაგიკ დავთიანს, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივან მაყვალა გონაშვილს, საქართველოს სომეხ მწერალთა "ვერნატუნ" კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანს, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ არმენ ბაიანდურიანს, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანს. სახალხო ზეიმის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრი, საქართველოს სომეხთა კავშირი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი, საქართველოს სომეხ მწერალთა "ვერნატუნ" კავშირი, საქართველოს სომეხთა კავშირი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, თბილისის მერიის, სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს კულტურის სამინისტროთა მხარდაჭერით. ღონისძიება დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევითა და კეთილი სურვილებით. წინამძღვარმა მადლიერება გამოუხატა საქართველოსა და დედაქალაქ თბილისის ხელისუფლებებს, ვისი მხარდაჭერითაც საიათნოვას ვარდატონი ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა, რაც შეჰფერის მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ამ მშვენიერ ქალაქს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გენიალურ საიათნოვაზე საუბრისას, ხაზი გაუსვა კულტურათა, ენათა და რელიგიათა იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ვითარდება ამ ქვეყანაში და იქცევა ერთიანობის, მეგობრობის და ტოლერანტობის შეუცვლელ საგანძურად. მან ხაზი გაუსვა იმ ხიდებს, რომლებიც აიგება სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და მრავალფეროვნების მყარ საფუძველზე. მისასალმებელი და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ სომეხი და ქართველი მწერლები, პოეტები, სათემო ლიდერები, რომლებმაც ადიდეს ის ხალხი, რომელმაც მსოფლიოს მისცა აშუღი საიათნოვა, დააფასეს ის ქალაქი, სადაც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა , ქედი მოიხარეს იმ დღესასწაულის წიანშე, რომელიც 101 წლის განმავლობაში მსოფლიოს ახსენებს 300 წლის და ყოველთვის აქტუალურ საიათნოვას. დღესასწაულის საკონცერტო ნაწილი გახსნა სომხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი რადიოს "საიათნოვა" აშუღური სიმღერის დამსახურებულმა ანსამბლმა, სამხატვრო ხელმძღვანელ, სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტ, პროფესორ თოვმას პოღოსიანის ხელმძღვანლობით, მეიდანზე გავრცელდა საიათნოვას სომხური და ქართული სიმღერები და ლექსები, შესრულებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინდივიდუალურ შემსრულებელ ირენ ავაკიანის, ანა პოღოსოვას, ნინა კარაპეტიანის, „ტარონ“ ანამბლის, მედუდუკეთა და მედოლეთა ჯგუფების, ანსამბლ „ქსოვრელების“, "ანი", "ვანქ", "ჯეირან" ცეკვის ანსამბლების, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის მსახიობების - სამველ ელბაკიანის, რობერტ აღაჯანიანის, რობერტ ჰოვანისიანის და სხვათა მიერ. და ბოლოს, "ვარდატონ-2015" შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, მრავალი წლის განმავლობაში ზეიმის შენარჩუნებისა და თაობებისათვის გადაცემის სურვილით. მხიარული დღესასწაული დიდ სახალხო ზეიმად იქცა - ერთიანობის, მეგობრობის და სიყვარულის ხოტბად. |