საერთო ნათლობა მარნეულის რაიონის სოფელ ახქიორფიში |
300 წლის ისტორიის მქონე მარნეულის რაიონის სომხური სოფელი ახქიორფი, ქრისტიანული რწმენის ერთგული, ყოველთვის თავის რელიგიურ რიტუალებსა და ცერემონიებს ასრულებდა უძველეს და ულამაზეს სომხურ მონასტერ ხუჭაპში. თუმცა, ეკლესიის კუთვნილებასთან დაკავშირებული საკითხების შედეგად 200 კომლისაგან შემდგარი ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ქრისტიანული რიტუალებისა და ცერემონიების ჩატარების შესაძლებლობას. მოსახლეობის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მოღვაწეობის შედეგად, ეწყობა გასვლითი საღმრთო ლიტურგიები, საეკლესიო დღესასწაულები, რელიგიური ცერემონიები. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო საერთო ნათლობა, რომელიც სოფელ ახქიორფიში შესრულდა 2015 წლის 6 ივნისს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარ მღვდელ მანუკ ზეინალიანის მიერ. დილით ადრე, დედაქალაქიდან ახქიორფიში ჩამოსული საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების და უამრავი მომლოცველის მონაწილეობით, სოფლის 1861 წლის ქვით ნაშენი “სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ნათლობა, სომეხთა ეკლესიის ყველა რიტუალის დაცვით. მამა მანუკმა იქადაგა დღის საიდუმლოს - წმინდა გრიგორ განმანათლებლის ვირაპიდან გამოსვლის შესახებ, და ხაზი გაუსვა იმას, რომ ნათლობის საიდუმლოთი ეს დღე ახქიორფის მოსახლეობისათვის იქცევა დაუვიწყარ და საზეიმო დღედ. მოინათლა სამოცდაათამდე სხვადასხვა ასაკის ბავშვი, მოზარდი და ზრდასრული. ნათლობის შემდეგ სოფლის საჯარო სკოლის მოედანზე გაიმართა კონცერტი, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ვიოლეტა სუქიასიანის, სოფლის გამგებელ გიგოლ ათაბეკიანის მხარდაჭერით და თბილისიდან ჩამოსულ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით, "ტარონ" ახალგაზრდული ანსამბლის, სოლისტების ანა პოღოსოვას, ანი ჰოვანისიანის, რუზანა მიქაელიანცის, ჰოვანეს შაჰნაზარიანის, ლიზა თოროსიანის მონაწილეობით და სერგეი არუთინიანისის მუსიკალური არანჟირებით. მხიარული განწყობა გადაედო სოფლის მცხოვრებლებსაც, რომლებიც შეურთდნენ მხიარულ „ქოჩარის“, ცეკვავდა მთელი სოფელი. კონცერტის მსვლელობისას, ლევონ ჩიდილიანმა, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა მონათლულებს მიულოცეს მონათვლა, ყველა მონათლულს დაურიგდა ნათლობის მოწმობა, ბოლოს ყველას გაუმასპინძლდნენ შესაწირით. |