1geo

fb you od

წმინდა ღევონდიანი მღვდლების დღესასწაული ჯავახეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

ghevondyanc ton 

წმინდა ღევონდიანი  მღვდლების ხსენების  დღე  ყველა მღვდლის დღესასწაულია.

დაწვრილებით...
 
დედაენის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

mayreni lezvi or 

21 თებერვალი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია დედაენის დღედ.დედაენის საერთაშორისო დღე  შემოღებულ იქნა  1999 წელს, იუნესკოს გენერალური ასამბლეის დადგენილებით,  და აღინიშნება 2000 წლის 21 თებერვლიდან, როგორც მშობლიური ენის უფლებების ცნობისა და გამოყენების მხარდაჭერის დღე. დედაენის საერთაშორისო  დღე  2005 წლიდან  აღინიშნება სომხეთშიც. დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვადასხვა რეგიონში.

დაწვრილებით...
 
"მე ვესწრები... გაცდენა არ დამიწეროთ" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Anahit Bostanjyan 

2017 წლის 19 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის     „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ღონისძიება საიდუმლო სათაურით "მე ვესწრები   ... გაცდენა არ დამიწეროთ". ის მიეძღვნა უდროოდ გარდაცვლილ ანაჰიტ ბოსტანჯიანის ხსოვნას.

დაწვრილებით...
 
წიგნის ჩუქების ტრადიცია ყოველთა სომეხთა პოეტის დაბადების დღეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

16836403 

19 თებერვალი ყოველთა სომეხთა პოეტის,  ოვანეს თუმანიანის, დაბადების დღეა.

თბილისელ სომხებში ტრადიციადაა ქცეული ამ   ღირსშესანიშნავ დღეს სომეხ მწერალთა და  საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში მისვლა, საკმევლის კმევა და ერის დიდებული შვილების საფლავების ყვავილებით შემკობა.

დაწვრილებით...
 
საღმრთო ლიტურგია სამშვილდის (შამშულდა) „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

16804415 

2017 წლის 18 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევითა და ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან მორწმუნეთა ჯგუფი მოსალოცად გაემგზავრა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიისკენ. ადგილზე მისულმა მორწმუნეებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს უძველეს ეკლესიაში.

 თბილისელმა  მომლოცველებმა, ადგილობრივ მორწმუნეებთან ერთად,  მონაწილეობა მიიღეს დღის საიდუმლოსადმი - წმინდა პატრიარქ  საჰაკ პართევისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც აღავლინა ბოლნისისა და თეთრიწყაროს    სომხური თემების სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.  

ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ბავშვების დასწრება, რომლებიც მშობლებთან ერთად წირვაზე იყვნენ მოსული.   

საღმრთო ლიტურგიის დროს, მწირველმა მღვდელმა  ქადაგებისას საფუძვლიანად ისაუბრა წმინდა საჰაკ პართევის ბრძნული მეფობის  შესახებ,  რომელმაც 52 წლიანი პატრიარქობის პერიოდში   დიდად შეუწყო ხელი სომხური ეროვნული კულტურის განვითარებას, იყო სომხური დამწერლობის შექმნის მქადაგებელი,    მესროპ მაშტოცთან ერთად გახდა სომხური დამწერლობისა და საეკლესიო ისტორიოგრაფიის დამფუძნებელი. მამა ჰუსიკმა ისაუბრა სომხური დამწერლობის შექმნის შემდეგ ბიბლიის თარგმნის შესახებ, რომელსაც  თავისი სრულყოფილებისათვის სააკუნეების შემდეგაც უწოდებენ  ბიბლიის თარგმანების დედოფალს.

მიულოცა რა წირვა-ლოცვაზე მყოფ მოსწავლეებს დამწერლობის დღე, ადგილობრივმა სულიერმა მსახურმა მათ მოუწოდა მეცნიერების გვერდების მშობლიურ ენაზე შესწავლისა და ძვირფასი სომხური ენის შენარჩუნებისაკენ.  

მორწმუნეებმა ინტერესით მოისმინეს დღის ქადაგება, მიიღეს    ზიარება. წირვის ბოლოს, მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა მორწმუნეთა თხოვნით ბავშვების  კურთხევისა და ავადმყოფთა განკურნების  ლოცვა აღავლინა.    

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მორწმუნეთა მომლოცველობები ეპარქიის სხვადასხვა წმინდა ადგილებისკენ    რეგულარულ ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს  მორწმუნეთა რწმენის განმტკიცებასა და ეკლესიის გარშემო მათ კონსოლიდირებას.

 თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდეს დაახლოებით 200 წლის   ისტორია აქვს. დასახლებულია სომხებით,   1863 წელს  აქ  აშენდა     "სურბ ასტვაწაწინ" ქვის ეკლესია, რომელსაც ჰქონდა სასულიერო სკოლა. სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილი  ეკლესია  2010 წელს ხელახლა აშენდა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით და ადგილობრივთა დაფინანსებით.   იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეკლესია აშენდა  „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ნანგრევებზე, სოფლის თემის თხოვნით, 2012 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ  მირზახანიანმა ეკლესია ხელახლა აკურთხა „სურბ ფრკიჩ“ სახელწოდებით. ეპარქიის მღვდელმსახურები ეკლესიაში პერიოდულად აღავლენენ წირვა-ლოცვებს, ატარებენ სარიტუალო ცერემონიალებს.

16825882 16700677 16797568 16797504 

 

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 102, სულ 280