1geo

fb you od

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გამოცემების პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2017 წლის 24 იანვარს, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, გაიმართა სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოში მოქმედი რელიგიური თემების წარმომადგენლები,

პრეზენტაციაზე მიწვეული იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ, წარმოადგინა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ეს ოთხი გამოცემა, რომლის მიზანი რელიგიის საკითხებში ქვეყნის თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კანონმდებლობის და გადაწყვეტილებების საზოგადოებისათვის გაცნობა, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი პოზიციის გაცნობით სახელმწიფო მოღვაწეთა ცნობიერების ამაღლება, ასევე კონფერენციის - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ - მასალების გამოქვეყნება.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - არანდ ბენკო, საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრი ანა ფირცხალაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი - ადამ ახალაძე.

ღონისძიებაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. თავის გამოსვლაში ეპარქიის წინამძღვარმა წამოწია რელიგიური თემებისთვის საჭირბოროტო რიგი საკითხები, მათ შორის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოების მიერ რელიგიური თემების საეკლესიო და ტრადიციული დღესასწაულების არა სათანადოდ გაშუქება, ხელმეორედ მონათვლა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ეკლესიებისა და რელიგიური სიწმინდეების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების საკითხები.

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, სიტყვით გამოსვლისას, მაღალი შეფასება მისცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობას.

წარმოგიდგენთ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის გამოსვლის სრულ ტექსტს.

მოხსენება

ქრისტეს მიერ საყვარელნო სულიერნო ძმანო, სახელმწიფო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელნო, დანო და ძმანო,

მსოფლიო ეკლესიის წმიდა მამათაგან ნეტარი ავგუსტიანე გვასწავლის: ა. ერთობა მნიშვნელოვან საკითხებში, ბ. თავისუფლება მეორეხარისხოვანში, გ. სიყვარული ყველაფერში.

სულიერი, რელიგიური, კულტურული ერთობა არა მხოლოდ რელიგიური გაერთიანებების, არამედ მთელი საზოგადოების საყრდენია. ამრიგად, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რელიგიათშორისი და აღმსარებლობათშორისი დიალოგი, რათა თავისუფლად განხილულ იქნეს ის საკითხები, რომლებიც ყველას გვაღელვებს. რელიგიათშორისი და აღმსარებლობათშორისი დიალოგი ხელს შეგვიწყობს ერთმანეთის გაცნობაში, მოცემული ეკლესიის ან პიროვნების არჩევანის პატივისცემაში, ადამიანის ან ერის რელიგიური გრძნობებისთვის შეურაცხყოფის არმიყენებაში.

რელიგიურ დიალოგში დაგვეხმარება საჭირო ლიტერატურის გამოცემა, რომლის მეშვეობითაც საჯაროდ გაშუქდება ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების აღმსარებლობა, ისტორია, დღესასწაულები, ტრადიცია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასთან მოქმედი რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა - კალენდრების, კონფერენციებზე წარმოდგენილი მოხსენებების გამოცემა, სხვა ქვეყნებში არსებული რელიგიური საკითხების ვითარებაზე ინფორმაციის გავრცელება, რადგანაც სხვების კარგი მაგალითი და გამოცდილება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის საქართველოში.

რელიგიათშორის და აღმსარებლობათშორის დიალოგსა და საზოგადოების ტოლერანტობას შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყონ ხელი საზოგადოებრივმა ტელეკომპანიებმა, ცნობილმა საინფორმაციო სააგენტოებმა. სამწუხაროდ, ამ საკითხის მნიშვნელობა სათანადოდ არ ფასდება, და საზოგადოების ფართო მასებისთვის ხშირად უცნობი რჩებიან მათივე ქვეყანაში, მათ გვერდით მცხოვრები სხვა სარწმუნოების მიმდევრები და სხვა რელიგიური კუთვნილების მქონე ადამიანები. ბევრი მათზე აზრს იქმნის ცრურწმენების და ამა თუ იმ ადამიანის განწყობით გადმოცემული, უმეტეს შემთხვევაში, რეალობასთან კავშირის არმქონე ჭორების დონეზე.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ქართული საზოგადოებისთვის ისტორიულად განსაკუთრებული როლის მქონე საქართველოს მართლმადიდებლური წმიდა ეკლესიის პოზიცია რელიგიური თემების მშვიდობიანი თანაცხოვრების საქმეში. ამ კუთხით ბევრი საკითხია გადასახედი. ასე მაგალითად, გადანათლება, რომელიც დაბრკოლებას წარმოადგენს განსხვავებული აღმსარებლობის მქონე პირთათვის ჯვრისწერის ან ნათლიობის თვალსაზრისით. მაშასადამე, მეგობრობის დამკვიდრების ნაცვლად, გამყოფი კედელი იგება საზოგადოებაში, რაც მიუღებელია.

გასულ წელს, შემოდგომაზე, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმიდესობას, ილია II-ს ჰკითხეს, თუ რომელი ეკლესიები ითვლება მართლმადიდებელ ეკლესიებად, ქართული ეკლესიის მამამთავარმა ასე უპასუხა: „მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიები“.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ მისი უწმიდესობის აზრს და ვკითხულობთ: რატომ არ მიიჩნევა მართლმადიდებლურად წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულთა მიერ დაარსებული რომის კათოლიკური ეკლესიის ან წმ. თადე და წმ. ბართლომე მოციქულთა მიერ დაარსებული სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ნათლობა, არამედ ზოგი სასულიერო პირი მოციქულთა მიერ დაარსებულ აღნიშნულ ეკლესიებს ერეტიკულსაც კი უწოდებს.

დროა გამოვიღვიძოთ, ფხიზლად ვუყუროთ დღევანდელ რეალობას და ვნახოთ, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო რეგიონში, სადაც იდევნებიან არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ ჭეშმარიტი ისლამის მიმდევარი სათვისტომოებიც. გლობალიზებულ სამყაროში თავისებური ტრადიციებით მცხოვრები ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი გამოწვევები გამაერთიანებელი უნდა იყოს, მიუხედავად რელიგიური და სარწმუნოებრივი განსხვავებისა. უნდა დავიცვათ ოჯახური წეს-ჩვეულებები, ერების სულიერი და მორალური ტრადიციები, ვიზრუნოთ ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე, რათა მათ ირწმუნონ მაღალი ღირებულებები, ააშენონ სამართლიანი, თანასწორუფლებიანი საზოგადოება და ხალხს ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა მისცენ.

აუცილებელია აგრეთვე ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრი, და საბჭოთა წლებში ჩამორთმეული ეკლესიებისა და სხვა რელიგიური ტაძრების დაბრუნება კანონიერ მფლობელთათვის.

საქართველოს მთავრობა, უთუოდ, ამ მიმართულებით დამაიმედებელ ნაბიჯებს დგამს, მაგალითად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაარსება და მისი დადებითი ფუნქციები, საბჭოთა პერიოდში რელიგიური თემებისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია, ისლამური და ებრაული თემებისთვის მეჩეთებისა და სინაგოგების დაბრუნება, ქართული მართლმადიდებლური წმიდა ეკლესიისთვის ტაძრებისა და ქონების დაბრუნება.

ისტორია იცნობს ომებსა და დანაშაულებებს, რომლებიც ჩადენილ იქნა რელიგიის ან აღმსარებლობის სახელით. აღსანიშნავია რომის პაპი ფრანცისკეს სიტყვა ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით: „ნუ კლავთ ადამიანებს და ნუ ცდილობთ თქვენი საქციელის გამართლებას ღმერთის სახელით“.

ამრიგად, მუდამ უნდა გვახსოვდეს წმიდა ავგუსტინეს ანდერძი, რომელიც აქტუალურია ყველა დროში, და ჩვენს გარშემო დავამკვიდროთ სიყვარული, ერთსულოვნება, ტოლერანტობა და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად რელიგიური, სარწმუნოებრივი, ეროვნული და რასობრივი განსხვავებისა, რადგანაც ერთი ღმერთის შვილები ვართ.

გვფარავდეს უფალი და ჩვენს გულში, სულსა და გონებაში ნათელი და კეთილი გრძნობები დაამკვიდროს და გვიწინამძღვროს მშვიდობისკენ.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის

საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი

მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი

DSC09900 DSC09929 DSC09934 DSC09940 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)

დაწვრილებით...
 
“უცნობი ცნობილის შესახებ ... “ სლაიდ-შოუს გამოყენებით მორიგი მოხსენება „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1-1 

2017 წლის 22 იანვარს, ცნობილი მინიატურისტი გოჰარ ჰაკობიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის     „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამოვიდა, სლაიდ-შოუს გამოყენებით, მორიგი მოხსენებით, ციკლიდან „უცნობი ცნობილის შესახებ“. მოხსენებამდე დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უეცრად გარდაცვლილი ანაჰიტ ბოსტანჯიანის ხსოვნას.  

წმინდა ადგილების,  ციხე-სიმაგრეების შემსწავლელმა გოჰარ ჰაკობიანმა სომხეთის მთიანეთსა და არაგაწის მთას უწოდა შუქურა, რომელიც იზიდავს სომეხ ადამიანს, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოს ის დამკვიდრებული. ღონისძიების წამყვანმა სათითაოდ წარმოადგინა ამ რეგიონის ისტორიული ძეგლები და წმინდა ადგილები, ისაუბრა მათ ისტორიაზე, მნიშვნელობასა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მისი მოხსენება მოიცავდა სიუნიქის, ვაიოც ძორისა და არაგაწოტნის რეგიონებს.  

მომხსენებელი განსაკუთრებით შეეხო ჩვენამდე მოღწეულ მეათე-მეცამეტე საუკუნეების ძეგლებს.

საინტერესო იყო ვაჰრამ ფაჰლავუნის   აგებული ამბერდის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის   (მე -11 საუკუნე), მამახათუნის   აშენებული „ტეღერის“ მონასტრის    (მე -13 საუკუნე), „ჰოვჰანნავანქ“ სომხური სამონასტრო კომპლექსის  (5-13-ე საუკუნეები), კეჩარისის სამონასტრო კომპლექსის   (11-13-ე საუკუნეები), ჰაღარწინის სამონასტრო კომპლექსის (10-13-ე საუკუნეები), მხითარ გოშის   აშენებული და მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სახელით წოდებული გოშავანქის    (მე -12 საუკუნე), სიუნიქის თავადის ქალის, სოფიას, მხარდაჭერით აშენებული შუა საუკუნეების საეკლესიო კომპლექსის გნდევანქის  (მე -10 საუკუნე ) შესახებ ისტორიები.

თავის ინტერპრეტაციებში მომხსენებელმა ისაუბრა ისტორიული ძეგლების სულიერ, საგანმანათლებლო და თავდაცვით მნიშვნელობაზე, ვაჩუთიანების, ფაჰლავუნების, სიუნიქის მთავართ მთავრის საგვარეულოს შესახებ, წარმოადგინა   ეკლესია-მონასტრების  არქიტექტურული სტილი, ისტორიული ბედი, აღწერა  გეოგრაფიული მდებარეობა და სტრატეგიული მნიშვნელობა, გაშიფრა   თითოეული ძეგლის სახელწოდება.

გოჰარ ჰაკობიანმა უპასუხა დამსწრეთათვის საინტერესო  შეკითხვებს.

ღონისძიების დასასრულს    კურთხევისა და შეფასების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა გოჰარ ჰაკობიანის სიყვარულს დედა სამშობლოს  ისტორიის,  სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი, ხაზი გაუსვა შესწავლილის დამსწრეთათვის გადაცემის  მისწრაფებას, მოუწოდა, რომ   იგივე ენთუზიაზმით გააგრძელოს საუბარი ცნობილთა უცნობ ისტორიებზე, მაგრამ  შეზღუდოს მისაწოდებელი მასალის მოცულობა, მსმენელის  მეხსიერებაში მასალის აღსაბეჭდად.

სლაიდ-შოუმ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე.

1 2 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)
დაწვრილებით...
 
ჰრანტ დინქის ხსოვნის უკვდავყოფა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Hrant Dink 

2007 წლის 19 იანვარს, სტამბულში  ვერაგულად მოკლეს "აკოს" ორენოვანი ყოველკვირეული გაზეთის მთავარი რედაქტორი ჰრანტ დინქი. დიდი პატრიოტის ტრაგიკული დაღუპვის მე -10 წლისთავთან დაკავშირებით,   თურქეთში, სომხეთსა და  სომხურ  დიასპორაში  მოეწყო სხვადასხვა ღონისძიება. აქციას  შეუერთდა თბილისის სომხური სათვისტომო,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის თაოსნობით.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ ლოცვაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2017 წლის 20 იანვარს,   თბილისში  გაიმართა საერთო ეკუმენური ლოცვა.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ქადაგება ბავშვებისათვის PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

qaroz 

2017 წლის 15 იანვარს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 105, სულ 280