სიახლეები
|
2017 წლის 4 თებერვალი „ჰაიარტუნ“ ცენტრის აღსაზრდელებისთვის, კერძოდ „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ მშობლიური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლის მოწაფეებისა და „ტარონ“ ქორეოგრაფიული ანსამბლს უმცროსი ჯგუფის ბავშვებისათვის უჩვეულო დღე იყო. ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანისა, და ახალგაზრდული განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, თაოსნობით მოეწყო ოცდაათამდე ბავშვის ვიზიტი თბილისის მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმი“.
|
დაწვრილებით...
|
|
სიახლეები
|
2017 წლის 29 იანვარს, ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სომხური არმიის 25-ე წლისთავს.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2017 წლის 29 იანვარს, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მორწმუნეებმა გადაინაცვლეს ეკლესიის ეზოში აღმართულ ხსოვნის ხაჩქართან, სადაც მონაწილეობა მიიღეს აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის, არარატ გუმბალიანის მიერ შესრულებულ პანაშვიდში, რომელიც მიეძღვნა სომხური არმიის დაღუპულ, კერძოდ, აპრილის ოთხდღიან ომში დაცემულ სამხედრო მოსამსახურეთა სულების სიმშვიდისათვის. ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ეღიშე სარგსიანი, სათემო ლიდერები, ინტელიგენციისა და საზოგადოების წარმომადგენლები. დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს ხსოვნის ხაჩქარი.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
სომხური არმიის დღე თავისებურ ზეიმად იქცა თბილისის სომხური სათვისტომოსთვის. 2017 წლის 28 იანვარს, სომეხმა ინტელიგენციამ, სათვისტომოს მოღვაწეებმა და თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატების და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, და სამღვდელოების მონაწილეობით, ყვავილებით შეამკეს თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალული სომეხი მხედართმთავრების - მიხეილ ლორის-მელიქოვის, ივანე ლაზარევის, ბორის შელკოვნიკოვის, არზას ტერ-ღუკასოვის საფლავები. სომხური სახელმწიფოებრიობის არარსებობის პირობებში თბილისის სომეხი სამხედრო მოსამსახურეების ვარსკვლავედის წარმომადგენლები არა მხოლოდ ემსახურებოდნენ რუსეთის იმპერიას, არამედ რუსეთ-თურქეთის ომის დროს მონაწილეობდნენ უძველესი სომხური დასახლებების განთავისუფლებაში და მხარს უჭერდნენ სომხობას. ამ სამხედროების წარმომადგენლები საჭირო მომენტში გაწევრიანდნენ პირველი სომხური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების საოფიცრო შემადგენლობაში და ისტორიული გამარჯვებები უბოძეს სამშობლოს.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
სომხური არმია 25 წლისაა. ფორმირების მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ახლებურად შექმნილმა სომხურმა არმიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ძლიერი და ბრძოლისუნარიანია, ის გახდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ხალხის უსაფრთხოების გარანტი, დაიმსახურა მთელი ერის ნდობა და დიდი სიყვარული. ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე თავდადებით მდგომი შეიარაღებული ძალების საიუბილეო თარიღს სომეხი ხალხი სომხეთში, არცახსა და მის ფარგლებს გარეთ სათანადო დონეზე აღნიშნავს.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 104, სულ 280 |