1geo

fb you od

ბათუმის სომხურ სათვისტომოში აღინიშნა სომხეთის არმიის დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

16468738 1541816955848033 1051603131 n
 

2017 წლის 29 იანვარს, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მორწმუნეებმა გადაინაცვლეს ეკლესიის ეზოში აღმართულ ხსოვნის ხაჩქართან, სადაც    მონაწილეობა მიიღეს აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის, არარატ გუმბალიანის მიერ შესრულებულ პანაშვიდში, რომელიც მიეძღვნა სომხური არმიის  დაღუპულ, კერძოდ, აპრილის ოთხდღიან ომში დაცემულ სამხედრო მოსამსახურეთა სულების სიმშვიდისათვის.    ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის  გენერალური კონსული ეღიშე  სარგსიანი,  სათემო ლიდერები, ინტელიგენციისა და საზოგადოების წარმომადგენლები. დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს  ხსოვნის ხაჩქარი.

შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის  ალექსანდრე მანთაშიანის სახელობის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ   ცენტრში (დირექტორი: სონა ჰოვანისიანი) გაიმართა საზეიმო ღონისძიება.

დამსწრეებს გადასცა რა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა, მამა არარატმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე  - დიდებულ საუკუნოვან გზა გავლილ და სომხეთის   დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ახლებურად ფორმირებულ სომხეთის შეიარაღებულ    ძალებზე. სომხური არმიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის სომხურ სათვისტომოს მიულოცა და კეთილი სიტყვებით მიმართა აჭარაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბატონმა სარგსიანმა.

დამსწრეებმა დიდი ინტერესით უყურეს  სომხეთის არმიის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეოფილმს. ღონისძიებას საზეიმო ელფერი შესძინა ალექსანდრე მანთაშიანის ცენტრის  შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით მოწყობილმა ლამაზმა და   მრავალფეროვანმა კონცერტმა. აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის  გენერალური საკონსულომ გამართა მიღება.

სომხური არმიის დღე ბათუმის სომხებისთვის ნამდვილ ზეიმად იქცა.

 16299672 1245388215540170 7556435939571695493 o 16403207 1245386512207007 5478172668010587836 o 16422640 1245377805541211 5444458673045736820 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)