1geo

fb you od

წმინდა ღევონდიანი მღვდლების დღესასწაული ჯავახეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

ghevondyanc ton 

წმინდა ღევონდიანი  მღვდლების ხსენების  დღე  ყველა მღვდლის დღესასწაულია.

2017 წლის 21 თებერვალს, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის, საპატიო წინამძღოლობით აღევლინა სადღესასწულო საღმრთო ლიტურგია. მწირველი გახლდათ    ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი დეკანოზი ეღიშე ჰარუთუნიანი,   წირვას ესწრებოდნენ: ახალციხის რეგიონის სულიერი ინსპექტორი მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი, დამალის სულიერი მოძღვარი დეკანოზი ეღია თაზაიანი, ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი მღვდელი ტათევ მარუქიანი, ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი მღვდელი არმაშ პოღოსიანი, დილისკისა და მიმდებერე სოფლების  სულიერი მოძღვარი მღვდელი ტიგრან მხითარიანი, არაგოვასა და მიმდებერე სოფლების სულიერი მოძღვარი მღვდელი თადეოს ტერ-მკრტჩიაანი,  ნინოწმინდის "სურბ სარგის" ეკლესიის კანდელაკი დიაკვანი ათანას კირაკოსიანი.    

წირვის დროს   მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა  მღვდელი ტათევ მარუქიანი,  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ყველა მღვდელმსახურს მიულოცა დღესასწაული და მათ გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და   საუკეთესო სურვილები. შემდეგ მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა იქადაგა.   

საღმრთო ლიტურგიის ბოლოს არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა მიულოცა მღვდელმსახურებს, უსურვა ურყევი მსახურება   ღვთის სადიდებლად და სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის აღმშენებლობისთვის.

ღევონდიანი მღვდლები ავარაირის ბრძოლაში წმინდანად ქცეული მამულიშვილები არიან.  ისინი წინ მიუძღვებოდნენ სომხურ ჯარს და მგზნებარე სიტყვებით მიმართავდნენ, ამხნევებდნენ და ძალას მატებდნენ სპარსეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლ სომეხ ჯარისკაცებს ქრისტეს ეკლესიისა და სომხური იდენტობისათვის ბრძოლაში.  მათ შორის უფროსი იყო ღევონდ ერეცი.   ამ ბრძოლის შემდეგ სპარსეთის მეფე იეზდიგერდი სასტიკად გაუსწორდა სომეხ მამაც მღვდლებს.   მეფე დარწმუნდა, რომ   შეუძლებელია სომეხი ადამიანი დაშორდეს ეკლესიასა და  ქრისტიანულ  რწმენას.

1 2 3 4 
Ջավախքի առաջնորդական փոխանորդության մամլո դիվան