1geo

fb you od

დედაენის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

mayreni lezvi or 

21 თებერვალი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია დედაენის დღედ.დედაენის საერთაშორისო დღე  შემოღებულ იქნა  1999 წელს, იუნესკოს გენერალური ასამბლეის დადგენილებით,  და აღინიშნება 2000 წლის 21 თებერვლიდან, როგორც მშობლიური ენის უფლებების ცნობისა და გამოყენების მხარდაჭერის დღე. დედაენის საერთაშორისო  დღე  2005 წლიდან  აღინიშნება სომხეთშიც. დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვადასხვა რეგიონში.

2017 წლის 19 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში     საზეიმოდ აღინიშნა დედაენის დღე. დღესასწულისთვის სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი  წმინდა მესროპ მაშტოცის სახელობის სომხური ენის სწავლების საკვირაო სკოლის აღსაზრდელები.  ღონისძიება ორგანიზებული იყო სომხური ენის პედაგოგის სათენიკ    დანიელიანის მიერ,   მუსიკალური გაფორმება ეკუთვნოდა ქორმაისტერ რუზანა ოვანესიანს.   

ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში  სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ეღიშე  სარგსიანი.

ღონისძიება სომხური ანბანის შექმნის პერიოდის ისტორიული მიმოხილვა იყო, ინსცენირებით წარმოდგენილ იქნა ეპოქა და სომხური დამწერლობის შექმნის ამბავი.

დარბაზში მე-5 საუკუნის ატმოსფერო იყო შექმნილი, სადაც მშობლიურ ენაზე ჟღერდა ლოცვა და  საგალობლები, სიმღერა და ლექსები. ამ დღეს ბავშვებმა იცეკვეს სომხური ხალხური ქოჩარი, „მესროპ მაშტოცმა“ კი წარმოადგინა თავისი შექმნილი ასო-ბგერები და ისინი აჩუქა სომეხ  პატარებს.  

ღონისძიების ბოლოს  სიტყვით გამოვიდა აჭარის, გურიისა და იმერეთის სულიერი მოძღვარი ღირსეული მღვდელი არარატ გუმბალიანი, დამსწრეებს მიულოცა დედაენის დღე და დალოცა ისინი.  მამა არარატმა    ხაზი გაუსვა იმ დიდ სამუშაოსა და როლს, რომელსაც ასრულებს ბათუმის  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული   ცენტრი, სამშობლოს გარეთ მშობლიური ენის შენარჩუნების საქმეში, ბავშვებს მოუწოდა იყონ პატრიოტები, ერთიანნი, გაერთიანდნენ სომეხთა ეკლესიისა და საგანმანათლებლო კერის გარშემო, ისწავლონ და დაიცვან მესროპ მაშტოცის შექმნილი სომხური დამწერლობა.  ღირსეულმა მღვდელმა  მადლიერებით აღნიშნა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,    ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანისა და სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს წვლილი   ბათუმის სომხების     მხრდაჭერის საქმეში.   

სამშობლოდან შორს ეროვნული თვითმყოფადობის, სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე ისაუბრა აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში  სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე  სარგსიანმა.

მშობლების სახელით,   მადლიერების სიტყვით გამოვიდა    ჩოგბურთელი, დამსახურებული მწვრთნელი მარტინ ხუმარიანი. ღონისძიება შეაჯამა ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა, კმაყოფილება გამოუხატა ღონისძიების მონაწილეებს, ხაზი გაუსვა მათ   პატივისცემას მშობლიური ენის მიმართ, რითაც აღსავსე იყო ღონისძიება მთლიანად და კერძოდ ბავშვების გამოსვლები.  ქალბატონმა ჰოვანისიანმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს,  მშობლებს, მასწავლებლებსა და ყველა  დამსწრეს.

2017 წლის 19 თებერვალს, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში, საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, ღირსეულმა დეკანოზმა ეღიშე ჰარუთუნიანმა, ღირსეულმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა და მორწმუნეებმა ერთად აღავლინეს ლოცვა მშობლიური ენის შენარჩუნებისა და გავრცელებისათვის, ქედი მოიხარეს მესროპ მაშტოცის ხსოვნის წინაშე.  მორწმუნეებმა და ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელებმა, მამა ტათევ მარუქიანის თანხლებით, მოაწყვეს სვლა ქალაქის ცენტრში აღმართული წმინდა მესროპ მაშტოცის მემორიალისკენ, ყვავილებით შეამკეს დიდი ვარდაპეტის მემორიალი,  მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად.   

ღონისძიება გაგრძელდა ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში.  19 თებერვალს ყოველთა სომეხთა დიდი პოეტის ოვანეს თუმანიანის დაბადების დღეა, და ეს დღე აღინიშნება ტრადიციული წიგნის ჩუქების აქციით. მამა ტათევმა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სახელით, ღონისძიების მონაწილეებს გადასცა კრებული „ დედაენის ქებათა-ქება“.

ღონისძიების დროს წაკითხულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის  დიასპორის მინისტრის, ჰრანუშ ჰაკობიანის მისალოცი სიტყვა, რომელიც მინისტრმა მიუძღვნა საქართველოს სომხური და ქართული ენის მასწავლებლებს.  ღონისძიება ორგანიზებული იყო სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატისა და სრულიად სომეხთა დახმარების ფონდის საქართველოს ოფისის ერთობლივი ძალისხმევით.

2017 წლის 21 თებერვალს  საქართველოს სომეხთა ეპარქიის „რაფაელ ჯავახ“ განათლებისა და კულტურის ცენტრში ჩატარდა მშობლიური ენისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება. მანამდე ბავშვებს თავიანთი საუკეთესო თემები ჰქონდათ გაგზავნილი სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროში, ასევე ჩატარებული ჰქონდათ მხატვრული კითხვის შეჯიბრი, ვიქტორინა.  

ღონისძიება ორგანიზებული იყო მხატვრული სტუდიის ხელმძღვანელის, სათენიკ სნხჩიანისა,  და ქორმაისტერ ირინა ღარსლიანის მიერ. შესრულდა სომხური ენისადმი მიძღვნილი საუკეთესო სიმღერები  და ლექსები.

მშობლიური ენის შესახებ ვრცელი სიტყვით გამოვიდა  ჟორა   სნხჩიანი.

1 2 3 4 

5 6 7 8 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)