1geo

fb you od

"სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის აღსაზრდელები - სომხური სკოლის მოსწავლეები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

104 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო   ბაღის გამოსაშვები ჯგუფის 18 აღსაზრდელი   წელს შეავსებს საჯარო სკოლების პირველკლასელთა რიგებს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 11 მათგანი სწავლას გააგრძელებს მშობლიური ენის სწავლებით სომხურ სკოლებში, მათ შორის ათი – თბილისის 104-ე სომხურ, ერთი კი - 103-ე ქართულ-სომხურ საჯარო სკოლაში.

დაწვრილებით...
 
ბათუმელი სომხები - წმინდა მიწის მომლოცველები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 1 

2017 წლის 4-11 მაისი საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის  „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მორწმუნეთა ერთი ჯგუფისთვის იქცა ცხოვრების უბედნიერეს და დაუვიწყარ დღეებად. 18-მა ბათუმელმა მორწმუნემ, მიიღო რა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა,   "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის,   გურიის და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვრის, მღვდელ  არარატ გუმბალიანის ხელმძღვანელობით მოსალოცად გაემგზავრა   იერუსალიმში.   მომლოცველობა 7 დღეს   გაგრძელდა,     თითოეულ მომლოცველს  აუხდა სანუკვარი ოცნება.

დაწვრილებით...
 
"სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღში ბავშვებს გაუხანგრძლივეს დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Surb Movses Khorenaci  

2017 წლის  2 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს ინიციატივით  და მფარველობით თბილისის "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო   ბაღში ბავშვების ყოფნის დრო გაახანგრძლივეს.  ამიერიდან   ბავშვებს დილიდან მიიღებენ 9 საათსა და 30 წუთზე და ისინი იქ დაჰყოფენ 16 საათსა და 30 წუთამდე.

დაწვრილებით...
 
ინტელექტუალური თამაში "ისწავლე შენი ხალხის ისტორია" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxzavor

2017 წლის 30 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“  კულტურულ-საგანმანათლებლო  და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის ფინალური ეტაპი. თამაშში ჩართული იყო ცენტრის სომხეთის ისტორიის       (მასწავლებელი: სამველ ფუთულიანი), რელიგიის (მასწავლებელი: რიმა სააკიანი) და ხელოვნების ისტორიის (მასწავლებელი:  ჟორა სნხჩიანი) წრეების 30-მდე მოსწავლე.

დაწვრილებით...
 
ჰარუთიუნ ხაჩატრიანის ფილმი "პოეტის დაბრუნება" "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor

2017 წლის 30 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა      "პოეტის დაბრუნება" დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმის   რეჟისორი, "ოქროს გარგარი" საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი  ჰარუთიუნ ხაჩატრიანი, თბილისში ამ ფილმის ჩვენებასა და თბილისელ მაყურებელთან შეხვედრას დიდი ხანი ელოდებოდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო   ვერ ჩამოვიდა თბილისში და ვერ დაესწრო ჯივანისა და ჯავახეთისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებას.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 93, სულ 280