1geo

fb you od

საქართველოს სომხებმა პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის წმიდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსოვნას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

DSC00322

როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც აპრილის პირველი დღეებიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხებით დასახლებულ რეგიონებსა და ქალაქებში დაიწყო სომეხთა    გენოციდის   წმიდანად შერაცხულ მილიონ ნახევარ  უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიებები, რომელთა კულმინაცია 24 აპრილის საღმრთო ლიტურგია და მშვიდობიანი  აქცია იყო.

დაწვრილებით...
 
სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

ceghaspanutyan zoherin nvirvac ereko 

2017 წლის 23 აპრილს, სომეხთა   გენოციდის მილიონ ნახევარ  წმინდანად შერაცხულ  მოწამეთა ხსენების წინა დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გაიმართა ღონისძიებები, გულის ღრმა ტკივილით, ემოციური და სამართლიანობის მოთხოვნით,   სლოგანით - „მახსოვს და მოვითხოვ“.

დაწვრილებით...
 
ჯავახეთში აკურთხეს ახლად აშენებული „სურბ ხაჩ“ ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

gumburdo 1 

მიუხედავად ცივი ამინდისა, დღე საზეიმო იყო ახალქალაქის რაიონის  სომხებით დასახლებულ სოფელ გუმბურდოში.   2017 წლის 22 აპრილი სოფლის ქრონიკაში ისტორიული გახდა.    ადგილობრივი მოსახლეობა, დიდი თუ პატარა  მიიჩქაროდა  სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე  „ხაჩი დურნა“-დ წოდებულ ადგილისკენ, სადაც საზეიმოდ უნდა ეკურთხათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის  58-ე „სურბ ხაჩ“ მოქმედი ეკლესია.

დაწვრილებით...
 
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Harutyan ton 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა  მრავალრიცხოვან მორწმუნეთა მონაწილეობით და სომეხთა ეკლესიის წესებისა და ცერემონიების დაცვით. როგორც ჭრაგალუიცის საღამოს, ასევე  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს  თბილისში,  ბათუმში, სამცხე-ჯავახეთში, წალკისა და მარნეულის რაიონებში,  მორწმუნეთა მონაწილეობით, შესრულდა წმინდა ცერემონიალები. და რადგან წელს  მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული დაემთხვა სომეხთა ეკლესიის აღდგომის დღესასწაულს, ის უფრო   ხალხმრავალ და სადღესასწაულო იყო.

დაწვრილებით...
 
ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია სომეხთა ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Jragaluyts 

2017 წლის 15 აპრილს, დიდ შაბათ დღეს,  საღამოს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია. ამ დღეებში, სპეციალური წესის დაცვით, ინთება  ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები ურიგდება მორწმუნეებს, რის შემდეგაც  აღევლინება საღმრთო ლიტურგია.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 94, სულ 280