1geo

fb you od

საქართველოს სომხებმა პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის წმიდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსოვნას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

DSC00322

როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც აპრილის პირველი დღეებიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხებით დასახლებულ რეგიონებსა და ქალაქებში დაიწყო სომეხთა    გენოციდის   წმიდანად შერაცხულ მილიონ ნახევარ  უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიებები, რომელთა კულმინაცია 24 აპრილის საღმრთო ლიტურგია და მშვიდობიანი  აქცია იყო.

2017 წლის 24 აპრილს, თბილისის "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიაში ხალხის სვლა დაიწყო დილით ადრე, რათა მონაწილეობა მიეღოთ სომეხთა   გენოციდის   წმიდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა.

საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები  დავით ჭიჭინაძე და რუსლან პოღოსიანი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი   სერგო ვარდოსანიძე, პოეტი გივი შაჰნაზარი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, დიპლომატები, საზოგადოების ლიდერები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მორწმუნეები.   

საღმრთო ლიტურგიის დროს,  მწირველმა, მეუფე ვაზგენმა  სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოს შესახებ, ღმერთს შეევედრა სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა მფარველობა სომეხი ხალხის, სამშობლოსა და მისი საზღვრების დამცველი  ჯარისკაცისთვის. ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა სომეხი ადამიანის კანონმორჩილებას და ერთგულებას იმ ქვეყნის კანონების მიმართ, სადაც იგი დამკვიდრებულია, ასევე - სომეხი ადამიანის ურყევ ნებას - შეინარჩუნოს თავისი ეროვნული  ღირებულებები, პატივი სცეს თავის ბედისწერის ტრაგიკულ გვერდებს, რაც გამოიხატება ლოცვითა და სანთლების დანთებით, პანაშვიდითა და ხსოვნისადმი პატივის მიგებით.  

საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქართან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით შესრულდა სპეციალური ცერემონიალი, პატივი მიეგო სომეხთა გენოციდის მოწამეთა ხსოვნას. დამსწრეებმა ყვავილებით შემაკეს ხაჩქარის კვარცხლბეკი.    

შემდეგ, „საქართველოს   სომხური სათვისტომო“ ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისელმა სომხებმა, ავტობუსებით გადაინაცვლეს თურქეთის საელჩოსთან, სადაც გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

მიტინგი გახსნა    „საქართველოს   სომხური სათვისტომო“  არასამთავრობო ორგანიზაციის  თავმჯდომარემ, სამველ მკრტჩიანმა, ვინც 24 აპრილს უწოდა სომხების ერთობის დღე, დამსწრეებს მოუწოდა სომხური სამართლის და სომეხთა სამართლიანი მოთხოვნის სადარაჯოზე მტკიცედ დგომისკენ.

აქცია, რომელიც მიმდინარეობდა  სომხურ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, დაგმობის, აღიარების და   კომპენსაციის მოწოდებით გამოვიდნენ სანდრო ოჰანიანი, მიქაელ ავაგიანი, ლევონ ჩიდილიანი, სუსანა ხაჩატრიანი, გარეგინ ქოჩიანი, მონიკა ქურქჩიანი, მარინა კირაკოზოვა-მოსესოვა, სუსანა მანველიანი, გურგენ მხითარიანი და სხვები.  

აქციის დროს შესრულდა პატრიოტული ლექსები და სიმღერები.    აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ატმოსფეროში  და ცივილიზებულად, საზოგადოებრივი წესრიგის ყველა ნორმის დაცვით.  24 აპრილის ღონისძიებები გაშუქდა  ქართული მედია საშუალებებით.

24 აპრილს, ხსოვნის ღონისძიებები, საპროტესტო აქციები, მსვლელობები და მშვიდობიანი მიტინგები გაიმართა საქართველოს სომხებით დასახლებულ ქალაქებსა და  რაიონებში.

IMG 2625 IMG 2688 IMG 2751 IMG 3212 

IMG 3193 IMG 3269 IMG 3293 IMG 3306 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)