1geo

fb you od

ინტელექტუალური თამაში "ისწავლე შენი ხალხის ისტორია" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxzavor

2017 წლის 30 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“  კულტურულ-საგანმანათლებლო  და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის ფინალური ეტაპი. თამაშში ჩართული იყო ცენტრის სომხეთის ისტორიის       (მასწავლებელი: სამველ ფუთულიანი), რელიგიის (მასწავლებელი: რიმა სააკიანი) და ხელოვნების ისტორიის (მასწავლებელი:  ჟორა სნხჩიანი) წრეების 30-მდე მოსწავლე.

ინტელექტუალური თამაში, რომელიც ცენტრში დაიწყო რამდენიმე თვის წინ, ჩატარდა ორ ეტაპად. მონაწილე გუნდებმა მიიღეს ცენტრის მასწავლებლების მიერ მომზადებული   100 კითხვა. თემატიკის მიხედვით განაწილებულ გუნდებში   გაიმართა კონკურსები. შემდეგ ყველაზე გამორჩეული მონაწილეები გაერთიანდნენ სხვადასხვა ჯგუფში,    ჩამოაყალიბეს   6 გუნდი და მონაწილეობა მიიღეს ფინალურ თამაშში.

გუნდები გამოვიდნენ არენაზე, წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა სხვადასხვა თემაზე დასმულ საკითხებში.   მკაცრმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრის დირექტორი ჟორა სნხჩიანი, სათენიკ მკრტჩიან-სნხჩიანი და    დიაკვანი ათანას კირაკოსიანი, ყველა ნორმის დაცვით 2 საათის განმავლობაში ჩაატარა კონკურსი და   გამოავლინა საუკეთესო მონაწილეები.

საინტერესო და სასწავლო თამაშში   გამარჯვებულად იქნა ცნობილი გუნდი „ფარვანა“, კაპიტანი: თაგუჰი ჰოვანისიანი, კონკურსის საუკეთესო მონაწილეებად ცნეს ცენტრის მოსწავლეები მილენა ბდოიანი,  ნადია ჰოვანისიანი, ერანუჰი ხაჩატრიანი, გოჰარ ბდოანი, ლაურა მზიკიანი. გამარჯვებულმა გუნდმა - „ფარვანამ“, დაიმსახურა ინტელექტუალური თამაშების მონაწილის დიპლომი, დანარჩენებს კი გადაეცათ სიგელები.   

ინტელექტუალური თამაში თავიანთი გამოსვლით დაამშვენეს „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის მხატვრული კითხვის კლუბის წევრებმა და სიმღერის გუნდმა

18278376 1837163396548457 9154567375614901400 o 18238113 1837163279881802 3469452006732791941 o 18237917 1837163339881796 3320328531243501383 o 18209279 1837163223215141 1375677975327000838 o

18208956 1837164203215043 3433303708118376771 o 18192709 1837163846548412 4209905509779818968 o