"სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის აღსაზრდელები - სომხური სკოლის მოსწავლეები |
სიახლეები |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის 18 აღსაზრდელი წელს შეავსებს საჯარო სკოლების პირველკლასელთა რიგებს. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 11 მათგანი სწავლას გააგრძელებს მშობლიური ენის სწავლებით სომხურ სკოლებში, მათ შორის ათი – თბილისის 104-ე სომხურ, ერთი კი - 103-ე ქართულ-სომხურ საჯარო სკოლაში. "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის საქმიანობის პერიოდში ჩამოყალიბდა ლამაზი ტრადიცია, წელსაც არ დაირღვა ის, საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის ბავშვები საზეიმოდ მიჰყავთ თავიანთ მომავალ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ წარუდგენენ დირექციას და იქვე აბარებენ მომავალი მოსწავლის დოკუმენტების პაკეტს. 2017 წლის 4 მაისს, "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის, ევგენია მარკოსიანის, და საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორის, ლევონ ჩიდილიანის, ხელმძღვანელობით და მომავალ მოსწავლეთა მშობლების თანხლებით, საბავშვო ბაღის 10 აღსაზრდელი ეწვია 104-ე საჯარო სკოლას და საზეიმოდ გაიარა პირველ კლასში შესვლის რეგისტრაცია. ბავშვებს დახვდნენ სკოლის დირექტორი ირინა ჟამკოჩიანი და სასწავლო ნაწილის გამგე ალმარი სირადეღიანი. მომავალმა მოსწავლეებმა გასაუბრების დროს წარმოაჩინეს სათანადო ცოდნა როგორც მშობლიურ ენაში, ასევე დაწყებით არითმეტიკაში, ბავშვებმა ასევე შეასრულეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნები და აჩვენეს ორივე ქვეყნის დროშები. სკოლის დირექციამ კმაყოფილება გამოთქვა საბავშვო ბაღის დირექტორის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორის მისამართით, საბავშვო ბაღის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების და სკოლაში მრავალმხრივად მომზადებული ბავშვების მიყვანისთვის და ყველა ბავშვს აჩუქეს ბუშტები. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობის მიერ საჭირო დონეზე მომზადებული დოკუმენტების და მშობლების განცხადებების საფუძველზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის 11 აღსაზრდელი 2017-2018 სასწავლო წელს დაიწყებს სომხურ სკოლაში, სადაც მიიღებს სომხურ აღზრდა-განათლებას. |