1geo

fb you od

"სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღში ბავშვებს გაუხანგრძლივეს დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Surb Movses Khorenaci  

2017 წლის  2 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს ინიციატივით  და მფარველობით თბილისის "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო   ბაღში ბავშვების ყოფნის დრო გაახანგრძლივეს.  ამიერიდან   ბავშვებს დილიდან მიიღებენ 9 საათსა და 30 წუთზე და ისინი იქ დაჰყოფენ 16 საათსა და 30 წუთამდე.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის   კურთხევით,  დღის განმავლობაში ბავშვების ერთხელ დამატებითი კვების საკითხს უზრუნველჰყოფს საეპისკოპოსო.   საბავშვო ბაღში დღის გახანგრძლივებით ბავშვებს მასწავლებლებთან და თანატოლებთან მეტხანს ყოფნის და ურთიერთობის, თამაშით სწავლის   შესაძლებლობა ეძლევათ.   

"სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო   ბაღი (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) არის ერთადერთი მშობლიურ- სომხურ,  ენაზე   განათლებით სკოლამდელი დაწესებულება თბილისში, რომელმაც საქმიანობა დაიწყო 2011 წლის   ოქტომბერში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის   ინიციატივითა და მფარველობით, სულ რვა აღსაზრდელით. დღეს საბავშვო ბაღის უფროს და უმცროს ჯგუფებში სწავლობს 50 ბავშვი. ბავშვების აღზრდაში  ჩართულია სამი საგნობრივი მასწავლებელი,   სიმღერის, ცეკვის, მხატვრული აღზრდის სპეციალისტები.    ეს არის დაწესებულება, სადაც ბავშვების დღე იწყება დილის ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, სადაც ბავშვები ყოველ დღე იღებენ მღვდლების კურთხევას.  

"სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო   ბაღი  ყოველწლიურად სომხურ სკოლაში გზავნის 10-16 სომეხ სასკოლო ასაკის ბავშვს.

IMG 2588 IMG 2614 IMG 2687 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)