ბრატისლავაში 6-8 სექტემბერს შედგა ევროპის სომხური კავშირების ფორუმის /ესკფ/ მე-15 საიუბილეო ყრილობა. ყრილობაზე განიხილეს ევროპის სომეხთა ლობისტური მოღვაწეობის განმტკიცების შესაძლებლობები. სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამუშაოთა კოორდინირების გარდა, ყრილობამ ასევე იმუშავა ბოლო წლებში გაძლიერებული აზერბაიჯანულ-თურქული ლობის სამუშაოების გაუვნებელყოფის მიმართულებით. ესკფ-მა პირველად განიხილა სომხეთის შიდა პოლიტიკური საკითხები. ყრილობაზე პირველად იქნა წარდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა არმიაში ნამსახურევი სომეხი პროფესიონალი ოფიცრებისა და ვეტერანების კავშირის შექმნის წინადადება, მისი სამშობლოს დაცვის გასაძლიერებლად გამოყენების მიზნით. ყრილობას ესწრებოდნენ დელეგატები ევროპის 25 ქვეყნიდან, წარმომადგენლები, ასევე სტუმრები.
|
დაწვრილებით...
|
8 სექტემბერს წალკის რაიონის ულამაზეს სოფელ აიაზმაში აშუღური სიმღერის დღესასწაული იყო. აქ ზეიმობდნენ აიაზმაში დაბადებული გუსან ჰავასის (არმენაკ პარსამის ძე მარკოსიანის) ყოველწლიურ ტრადიციადქცეულ დღესასწაულს.
|
დაწვრილებით...
|
7 სექტემბერს თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგა სრ სახალხო არტისტის, წმიდა მესროპ მაშტოცის სახელობის ორდენოსნის, სრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, სომხეთის კომპოზიტორთა და მუსიკათმცოდნეთა კავშირის თავმჯდომარის, პროფესორ რობერტ ამირხანიანის შემოქმედებითი საღამო.
|
დაწვრილებით...
|
ორშაბათი, 09 სექტემბერი 2013 08:02 |
ამა წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის დაბადების დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამაძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხელახლა აკურთხა საქართველოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა დაღეთის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია.
|
დაწვრილებით...
|