ბათუმის ხელოვნების ცენტრში, "ფოლკლორული ზაფხული - 2013“ პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა კონცერტების ციკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა მუსიკალურმა და ცეკვის ანსამბლებმა. სომხეთს წარმოადგენდნენ ერევნის „ვაჰაგნ“ მედოლეთა, გიუმრის „ჰაიკაკან ზარდანახშერ“ („სომხური ორნამენტები“), ვანაძორის „ანი“ ცეკვის ანსამბლები, აბოვიანის ჯაზის და ესტრადის კოლეჯის აღსაზრდელები. ამ უკანასკნელებმა აუდიტორიას წარუდგინეს სომხური ეროვნული ცეკვა და სიმღერა.
|
დაწვრილებით...
|
|
ყოველ წელს აჭარის სომეხი ახალგაზრდები, ტრადიციის თანახმად, მონაწილეობენ სრ დიასპორის სამინისტროს პროგრამაში „არი ტუნ“. ისინი მიემგზავრებიან დედა სამშობლოში, ეცნობიან ღირშესანიშნაობების, ცხოვრობენ სომხურ ოჯახებში, უმეგობრდებიან მთელს მსოფლიოში გაფანტულ სომეხ თანატოლებს. 2013 წლის 6 ივლისს ღამით ახალგაზრდები ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ („წმინდა მაცხოვრის“) ეკლესიაში დასწრნენ ღვთისმსახურებას, მათ მიიღეს მღვდელ არარატ გუმბალიანის კურთხევა. მოძღვარმა მოუწოდა ახალგაზრდებს დედა სამშობლოში თავი არ იგრძნონ როგორც ტურისტები, არამედ - როგორც მომლოცველები.
|
დაწვრილებით...
|
5-6 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროსა და ყოველთა სომეხთა იურისტთა ასამბლეის მიერ ორგანიზებული იურისტების ყოველთა სომეხთა მეორე ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 100 ცნობილი იურისტი სომხეთიდან, დიასპორასა და არცახიდან. ფორუმს ესწრებოდა ასევე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველი და ეპარქიის იურიდიული განყოფილების პასუხისმგებელი ლევონ ისახანაიანი.
|
დაწვრილებით...
|
წელს, 7 ივლისს სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ აღნიშნა ვარდავარის დღესასწაული. დღესასწაული აღინიშნა ახალციხის ხელოვნური ტბის ამფიტეატრში შემდგარი კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული და სომეხთა სომოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ცეკვის ანსამბლები. კონცერტის დაწყებამდე ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში აღევლინა ვარდავარის საზეიმო ღვთისმსახურება, რომლის დასასრულს ეკლესიის ეზოში ახალგაზრდებმა ტრადიციული წუწაობა გამართეს.
|
დაწვრილებით...
|
9 ივლისს ერევნის ჰაკობ პარონიანის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის დარბაზში შედგა სრ დიასპორის სამინისტროს - დიასპორის ახალგაზრდების სომხეთში გაცნობითი ვიზიტების “არი ტუნ“ პროგრამის მესამე ეტაპის გახსნის საზეიმო ცერემონია.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 231 232 233 234 235 236 237 238 239 240 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 239, სულ 280 |