სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სრ დიასპორის სამინისტროს ეგიდით დედაქალაქ ერევანსა და წაღკაძორში ორგანიზებულ “სფიურქ” საზაფხულო სკოლის პროგრამებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოში სომეხთა ეპარქიამ და “ჰაიარტუნ” საგანმანათლებლო კულტურულმა ცენტრმა.
|
დაწვრილებით...
|
|
28 ივლისს ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში აღინიშნა ტერიანული პოეზიის ტრადიციული დღე. ჯავახეთის მშვენიერ მხარეში დაბადებული სიყვარულის, თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის მგოსანი პოეტი ვაჰან ტერიანი (ვაჰან სუქიასის ძე ტერ-გრიგორიანი) უსაზღვრო სიყვარულით იყო დაკავშირებული მის მშობლიურ სოფელ განძასთან, ენატრებოდა მშობლიური მხარე.
|
დაწვრილებით...
|
თბილისის მთელი რიგი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი სირიელი სომეხი ძმებისა და დებისთვის დახმარების აღმოჩენის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მოწოდებას, მოაწყვეს სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიდან შემოსული თანხა უნდა გამოყენებულიქნეს სირიელი სომხებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოში სრ საელჩომ, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრმა, დავთიანების თოჯინების კულტურის სახლმა, ელეკტრონულმა ჯურნალმა "Armenian Art Hall»ი, „საქართველოს სომხური სათვისტომო“ არასამთავრობო ორგანიზაციამ, „Panarmenian” საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ფილიალმა, ეპარქიის სულიერმა დასმა, ბიზნესმენებმა, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, თბილისის სომხური სათვისტომოს წევრებმა.
|
დაწვრილებით...
|
19 ივლისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა ფილოლოგის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არსენ ერემიანის „დამიძახე, როგორც შენს შვილს“ კრებულის პრეზენტაცია. ღონისძიების ინიციატორები იყვნენ „რუსული კლუბი“ საერთაშორისო საგანმანათლებლო-კულტურული კავშირი (დირექტორი: რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მოღვაწე ნიკოლაი სვენტიცკი) და საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, აკადემიკოსი თენგიზ უჩანეიშვილი, პროფესორი გიზო ურუშაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ვეტერანი იგორ ნაგორნი, ლიტერატურის, ხელოვნების და კულტურის მოღვაწენი, კითხვის მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით...
|
19 ივლისს დასრულდა საქართველოს სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამა. პროგრამის ინიციატორი იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაირტუნ“ ცენტრის ახალგაზრდული განყოფილება („ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი ინსპექტორი: დიაკვანი გევორგ ანტონიანი), სრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სრ დიასპორის სამინისტროსა და გალუსტ გიულბენკიან ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამაში მონაწილეობდა 32 ახალგაზრდა დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ამიერკავკასიაში კათოლიკური ეკლესიის მისიის მმართველის ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს კურთხევით, პროექტი განხორციელდა კათოლიკური ეკლესიის კომპლექსში - წეროვანის საგარეუბნო დაბაში.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 231 232 233 234 235 236 237 238 239 240 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 237, სულ 280 |