1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდების ჯგუფი ისვენებს სკაუტთა ბანაკში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

scout 1

სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკში უკვე მეორე წელია საზაფხულო დასვენებას ატარებს საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდების ჯგუფი. მიმდინარე წლის 14 ივლისს, დილით ადრე, თბილისის "სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სულიერი მოძღვრის მღვდელ სამველ თოროსიანის კურთხევის მიღების შემდეგ, კოორდინატორ ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით და ტექნოლოგიური რესურსების განყოფილების პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანის თანხლებით, ახალგაზრდების ჯგუფი გაემგზავრა სომხეთის რესპუბლიკის ვანაძორის რაიონის სოფელ ლერმონტოვში, სადაც განლაგებულია „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკი. ადგილზე „ჰაიარტუნ“ ცენტრის ჯგუფს შეუერთდა ბათუმის „ეკლესიის მოყვარულ ახალგაზრდების კავშირის“ 12-კაციანი ჯგუფი. საერთო ჯამში საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ“ ცენტრიდან სკაუტთა ბანაკში მონაწილეობს 30 ახალგაზრდა - თბილისელი სომეხი სტუდენტის ჰოვანეს შაჰნაზარიანის პასუხისმგებლობით.

დაწვრილებით...
 
დაიწყო საქართველოში სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

cerovani 1

ამა წლის 16 ივლისს წეროვანის დასახლებაში, "ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, მუშაობა დაიწყო ოთხდღიანმა ბანაკმა. ბანაკში გატარებული დღეების განმავლობაში საქართველოს სომხებით დასახლებული რაიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული 36 ახალგაზრდა გაივლის ახალგაზრდა სათემო ლიდერთა გადამზადების კურსს. ისინი მოისმენენ ლექციებს სომეხი ხალხისა და ეკლესიის, თბილისის ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თემებზე.

დაწვრილებით...
 
ჯავახეთში აღინიშნა ჯივანის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

jivan

14 ივლისს, უკვე ოცდამეცხრამედ, სომხური აშუღური ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწის - ჯივანის (სერობ სტეფანის ძე ლევონიანი) განდიდების ტრადიციულ დღეს, მისი მუსიკალური ხელოვნების მოყვარულნი შეიკრიბნენ აშუღის მშობლიური ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში. საზეიმო დღე დაიწყო სოფელ კარწახის 1830-იან წლებში აგებულ და ერთი წლის წინ გარემონტებულ და ხელახლა ნაკურთხ „სურბ ჰოვჰანნეს-კარაპეტ“ ეკლესიაში წირვით, რომელიც აღავლინა თემის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა. წმიდა წირვის შემდეგ მისალოცი ქადაგებით დღის საიდუმლოზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა მღვდელმონაზონმა ბაბგენ სალბიანმა. წირვის დასასრულს შესრულდა ჯივანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის ცერემონია, რომლის შემდეგ სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ სოფლის ცენტრში აღმართულ დიდი ჯივანის მემორიალს და ვარდებით შეამკეს დიდი პუბლიცისტისა და ფილოსოფოსი, მორალის მქადაგებლის ა სიმერების ავტორის ძეგლი.

დაწვრილებით...
 
მომლოცველობა ღალთახჩის «სურბ ჰოვჰანნეს“ სამლოცველოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

S.Hovhanes

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით, 7 ივლისს აღინიშნა მაცხოვრის ფერისცვალების - ვარდავარის დღესასწაული. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მორწმუნეებმა, თბილისის "სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ სამველ თოროსიანის ინიციატივით, ეს დღე აღნიშნეს სომხეთის რესპუბლიკის ღალთახჩის „სურბ ჰოვჰანნეს“ სამლოცველოსკენ მომლოცველობით.

დაწვრილებით...
 
"ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა „ვერნატუნ“ წელიწდეულის მე-9 ნომრის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vernatun

7 ივლისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა საქართველოს სომ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის ამავე სახელწოდებით წელიწდეული პრეზენტაცია. საქართველოს სომეხ შემოქმედთა დამაკავშირებელმა აღნიშნულმა სტრუქტურამ დაახლოებით ათი წლის წინ შექმნა წელიწდეული, რომლის ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ სომხურ, რუსულ, წელს ასევე, ქართულ ენებზე აქვეყნებენ კავშირის წევრების და არა მხოლოდ წევრების, ნამუშევრებს და თარგმანებს.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 231 232 233 234 235 236 237 238 239 240 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 238, სულ 280