1geo

fb you od

ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარაში ჩატარდა „სურბ მესრობ მაშტოც“ ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

m

6 ივლისს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით და ნინოწმინდის სულირი მოძღვრის მღვდელ არმაშ პოღოსიანის, ახალქალაქის სულიერი მიძღვრის მღვდელ ტათევ მარუქიანის, სასულიერო პირების მონაწილეობით ჩატარდა ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარის „სურბ მესრობ მაშტოც“ ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია. წმიდა ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოთა წარმომადგენლები და სოფლის საზოგადოება.

დაწვრილებით...
 
„გარი დავთიან“–ის თოჯინებისა და კულტურის სახლის ახალი აღმოჩენა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

davdyan

29 ივნისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა შესანიშნავი ღონისძიება, რუბრიკით «Souvenirs”, რომელიც ინიცირებული იყო გარი დავთიან“–ის თოჯინებისა და კულტურის სახლის მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელოვნების მოყვარე საზოგადოების უმთავრესად რუსულენოვანი წარმომადგენლები.

დაწვრილებით...
 
საქართველოში სომეხთა ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის გასვლითი სასულიერო- კულტურული ღონისძიება თეთრიწყაროს რაიონის სომხებით დასახლებულ სოფელ სამშვილდეში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

shamshurd

29 ივნისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის გასვლით სასულიერო-კულტურულ ღონისძიებათა ფარგლებში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამშვილდეს 1844 წელს აგებულ „სურბ ფრკიჩ“ (წმიდა მაცხოვრის) ეკლესიაში, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით ღვთისმსახურება აღევლინა. წირვას ესწრებოდნენ თბილისიდან ჩამოსული სულიერი ინსპექტორი გევორგ ანტონიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, წინამძღვრის მრჩეველი ლევონ ისახანიანი, ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი, სამეურნეო საკითხების დირექტორი კარენ ერიციანი. სამშვილდეში იმყოფებოდა აგრეთვე „ჰაიარტუნ“ ცენტრის ქველმოქმედი, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბორის სააკოვი.

დაწვრილებით...
 
ტოლმის ფესტივალი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tolma

30 ივნისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში ჩატარდა სომხური ეროვნული კერძის „ტოლმა-2013“ ფესტივალ-კონკურსი. მისი ინიციატორი იყო საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკ“, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოში სომხეთა ეპარქიის მფარველობით. გემრიელი ტოლმის სურნელი გავრცელებული იყო მთელ ავლაბარში. ქალბატონების მაგიდები გაწყობილი იყო დაახლოებით 15-ზე მეტი სახეობის ტოლმით. ფესტივალ-კონკურსის მიზანი იყო სომხური ეროვნული კერძის პოპულარიზაცია და გავრცელება.

დაწვრილებით...
 
«სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

movses xorenaci

29 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ცენტრის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ (წმინდა მოსე ხორენელის) სახელობის საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელთა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. ლამაზად გაწყობილ დარბაზში მათ ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მასწავლებლები, მშობლები, სტუმრები, თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლები.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 231 232 233 234 235 236 237 238 239 240 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 240, სულ 280