ხელახლა აკურთხეს საქართველოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა დაღეთის „სურბ ასტვაწაწინ“ (ღვთისმშობლის) ეკლესია |
ორშაბათი, 09 სექტემბერი 2013 08:02 |
ამა წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის დაბადების დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამაძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხელახლა აკურთხა საქართველოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა დაღეთის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია. სოფელი პატარა დაღეთი სავსე იყო თბილისსა და მიმდებარე დიდი დაღეთი და შამშულდა სოფლებიდან ჩამოსული მომლოცველებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამაძღვარმა აკურთხა წმიდა მაგიდა (ტრაპეზი), სვეტები, მოსანათლი აუზი, ხატები, რის შემდეგაც სურბ გევორგ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონების მოძღვარმა (პერიოდულად ეწვევა) მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა აღავლინა პირველი წმიდა წირვა. დიდი იყო მორწმუნეთა სიხარული, რომლებიც ჯერ წინა დღეს მოემზადნენ და სულიერი სიხარულით მამაოსგან მიიღეს პირველი წირვის ზიარება. დაღეთი, დაღეთ-ხაჩენი, სომხებით დასახლებულ სოფელია საქართველოს თეთრიწყაროს რაიონში, რაიცენტრიდან 3 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით. სოფელში მოჰყავთ მარცვლეული, მისდევენ მებაღეობასა და მესაქონლეობას. სოფელი დააფუძნეს ყარაბაღის ხაჩენის პროვინციიდან ჩამოსულმა სომხებმა 1789 წელს. ხაჩენის გარშემო არის ნასოფლარები, სამლოცველოები, სასაფლაოები. სოფელს ჰქონდა „სურბ ასტვაწაწინ“ (ღვთისმშობლის) სახელობის ქვითნაშენი, საშუალო სიდიდის ეკლესია. სოფელს ჰყავდა სულიერი სკოლის სამეურვეო საბჭო. მე -18 საუკუნეში აშენებული ეკლესია ათწლეულების განმავლობაში დახურული იყო და იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში, მაგრამ დაღეთში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები არსენ აგამირიანის, სეირან ფერიხანიანის, არტემ არუშანიანის და ლევონ კარახანიანის ქველმოქმედებით გარემონტდა სახლი ღმერთისა. ამ მყუდრო კუთხეში, ეკლესიაში, რომელიც ჰარმონიაშია ბუნების სილამაზესთან, წირვის ჰანგებმა და შარაკანების სიმღერამ რწმენისა და იმედის ხსნასავით შექმნეს საიდუმლო ღია სიმშვიდე. წმიდა წირვის დასასრულს მომლოცველებს მიართვეს ტრადიციული შესაწირი და გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.
|