1geo

fb you od

თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში დიდი სიყვარულით აღინიშნა იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vardavar

27 ივლისს დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. მორწმუნეები სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან ერთის - იესო ქრისტეს ფერისცვალების ან ვარდავარის დღესასწაულის აღსანიშნავად მოდიოდნენ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით აღევლინა საღმთო ლიტურგია. წირვა აღავლინა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს პროგრამაში „არი ტუნ“ ("მოდი სახლში") PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 0650

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) აქტიურ მონაწილეობა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს დიასპორის ახალგაზრდებისათვის სამშობლოს გაცნობის 2014 წლის „არი ტუნ“ პროგრამაში. 55 ახალგაზრდა (15 აქტივისტი მარნეულის რაიონიდან, 40 - თბილისიდან) ჩაერთო პროგრამის სამ ეტაპში. დროულად და კარგად განხორციელებული მოსამზადებულ-ორგანიზაციული სამუშაოს შედეგად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჯგუფები გამოირჩეოდნენ მაღალი დისციპლინი, ხალხური კულტურის ცოდნით და სამაგალითო ქცევით. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა ჩართვა პროგრამის ეტაპებში ხორციელდებოდგანყოფილების დირექტორითანდასწრებით და უშუალო ზედამხედველობით. 13-18 წლის ახალგაზრდები ორკვირიანი ეტაპებით სტუმრობდნენ სომხეთ მცხოვრებ ოჯახებს, წაღკაძორში მონაწილეობა მიიღეს საბანაკო ეტაპში.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული რაზმი დაბრუნდა სკაუტთა ბანაკიდან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

skaut

მიმდინარე წლის 11 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) 24-მა აქტივისტმა, ჰოვანეს შაჰნაზარიანის ხელმძღვანელობით, ზაფხულის არდადეგები გაატარა სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის ლერმონტოვის ველზე მდებარე „ანდრანიკ“ სკაუტთა ბანაკში. სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში მოწყობილ ბანაკის ამ ეტაპში მონაწილეობას იღებდა ლიბანის, სირიის, დუბაის, თბილისის და ერევნის ჯგუფების წარმომდგენელი 135 სკაუტი. 13 ივლისს საბანაკ ცხოვრების გახსნა იყო. ბანაკის გახსნის ცერემონია აკურთხა გუგარქის ეპარქიის წინამძღვარმა არქიეპისკოპოსმა სეპუჰ ჩულჯიანმა.

დაწვრილებით...
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია გმობენ თბილისის სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

logot

22 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიათშორისი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიქაელ ბოტკოველი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი მიქაელ ავაგიანი.

დაწვრილებით...
 
სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია, ეროვნული კრების თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ეწვია თბილისის სომხურ ეკლესიებსა და ხოჯივანქის პანთეონს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

a14

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობის ფარგლებში, ეროვნული კრების თავმჯდომარე გალუსტ სააკიანი, სრ იუსტიციის მინისტრი ოვანეს მანუკიანი, სრ ეროვნული კრების დეპუტატი ვარდან აივაზიანი, ეროვნული კრების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰრაირ თოვმასიანი და სხვები 14 ივლისს ეწვივნენ თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიას. სტუმრების შემადგენლობაში იყვნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვაჰაგნ აფიანი და საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 191 192 193 194 195 196 197 198 199 200 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 197, სულ 280