მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჰეშტიაში საზეიმოდ აღინიშნა პოეტის, ამ მიწა-წყლის საამაყო შვილის ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღესასწაული. თბილისიდან, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის რაიონებიდან და სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული სტუმრები ერთხელ კიდევ ჩაუღრმავდნენ და შეეხნენ მის ადამიანურ და ზოგადსაკაცობრიო, ლირიკულ, პატრიოტულ და ფილოსოფიურ შემოქმედებით ფართო სამყაროს. ვიქტორ ჰოვსეფიანის ხსოვნის პატივსაცემად იყვნენ მოსული საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი, ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი სუსანა ხაჩატრიანი, „გარი დავთიან“ თოჯინების თეატრის დირექტორი ჟანა დავთიანი და სხვები.
|
დაწვრილებით...
|
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის 2014 წლის დღესასწაულთა კალენდრით 11 ოქტომბერი წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტებისა და მათი მოსწავლეების ხსენების დღეა. ეროვნული და საეკლესიო ეს დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა სხვადასხვა დღესასწაულებით. დილით „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა მთარგმნელთა დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია. წირვა აღავლინა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ეღიშე ჰარუთიუნიანმა, შემდეგ მან იქადაგა დღის საიდუმლოზე, წმინდა მესროპ მაშტოცის, საჰაკ პართევისა და მათი მოწაფეების როლზე სომხური დამწერლობის შექმნასა და ერის შენარჩუნებისა და რწმენის გაღრმავების საქმეში.
|
დაწვრილებით...
|
ამა წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების აქტივისტებმა ბუნების წიაღში გაატარეს. დილით სამოცზე მეტი ახალგაზრდა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანის და სხვა თანამშრომლების თანხლებით გაემგზავრა კოჯორში, შემოდგომის ამ თვალწარმტაც ტყეში დასვენების გასატარებლად.
|
დაწვრილებით...
|
სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივ სათვისტომოთა მხარდაჭერით, 4 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით სრ დამოუკიდებლობის 23-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტები გაიმართა საქართველოს სომხებით დასახლებულ ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების კულტურის სახლებსა და წალკის რაიონის სოფელ დარაკოვში. კონცერტებში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის „შანთ“ ტელეკომპანიის “სახალხო მომღერალი“ პროექტისა და „დუდუკის რჩეულები“ კონკურსის მონაწილეები.
|
დაწვრილებით...
|