1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების წევრთა დაუვიწყარი დღე კოჯორშო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Kojori  

ამა წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების აქტივისტებმა ბუნების წიაღში გაატარეს. დილით სამოცზე მეტი ახალგაზრდა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანის და სხვა თანამშრომლების თანხლებით გაემგზავრა კოჯორში, შემოდგომის ამ თვალწარმტაც ტყეში დასვენების გასატარებლად.

ეკლესიის გარშემო გაერთიანებულმა და მის სამუშაოები აქტიურად ჩართულმა გოგონებმა და ბიჭებმა მთელი დღე გაატარეს მხიარული და საინტერესო თამაშებით, დატკბნენ ბუნების ფერების სიმშვენიერით, შემოდგომის ჭრელი ფოთლების ტრიალ-ფრიალით, შემოდგომის სუსხს კი გაუმკლავდნენ სხვადასხვა თამაშობებში მონაწილეობით.

ახალგაზრდების მხიარულ გართობაში ჩართული იყო ყველა, თამაშობებს შორის დარჩენილ დროს კი ავსებდნენ სხვადასხვა თემებზე საუბრით, გამოცანების გამოცნობითა და ვიქტორინებში მონაწილეობით. ყველა ისეთ კარგ განწყობაზე იყო, რომ საღამოს მოსულმა წვიმამაც კი არ შეუშალა ხელი ლაშქრობის მონაწილეებს გვიანობამდე გართობილიყვნენ და ერთი მშვენიერი და დაუვიწყარი დღე დაეფიქსირებინათ მათ ცხოვრებაში.

IMGP0041 IMGP0120 IMGP0270 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)