1geo

fb you od

ინფორმაცია „გარი დავთიანის“ თოჯინების კულტურის სახლიდან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

d 

კეთილ ტრადიციად იქცა წელიწადში ორჯერ „გარი დავთიანის“ თოჯინების კულტურის სახლში „ღია კარის დღის“ ჩატარება, და ის უკავშირდება ოსტატის - გარი დავთიან მეთოჯინის, სახელს. ტრადიცია ამჯერედაც არ დაირღვა. 8 იანვარს „გარი დავთიანის“ თოჯინების კულტურის სახლში „ღია კარის დღე“ იყო.

დაწვრილებით...
 
საქართველოს ბეჭდური მედია შეივსო კიდევ ერთი სომხურენოვანი გაზეთით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ardz

2014 წლის 20 იანვარი საქართველოს სომხური სათვისტომოს ცხოვრებაში დაფიქსირდა „არძაგანქ“ სომხურენოვანი გაზეთის დაბადების დღედ. ამ დღეს მკითხველს მიეწოდა სათვისტომოს საინფორმაციო გაზეთის პირველი ნომერი, რომელიც მოწოდებულია იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებისათვი გახდეს სათვისტომოს ცხოვრების ბეჭდურ მედიასაშუალებად. გაზეთის ამ ნომერში განთავსებული მასალები საქართველოს სომხური სათვისტომოს ცხოვრების დინამიკის დასტურია. გაზეთ „არძაგანქის“ მისიაა გახდეს სომხური სათვისტომოს ცხოვრების სარკე, ფართო მასებს გააცნოს სომხური სულიერი ცხოვრება და რელიგიათაშორისი ურთიერთობების ყოველდღიურობა, ასახოს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა ცვლილება, მოყვეს საქართველოს სომხური სათვისტომოს ისტორიულ როლზე, სომხურ-ქართული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებზე, სომხური დიასპორის ახალ ამბებზე, სომეხი ადამიანის წინსვლასა და პრობლემებზე.

დაწვრილებით...
 
საქართველოს ქალთა საბჭოს წევრები ეწვივნენ „გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის სახლს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

dav

18 იანვარს საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, „გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ქალთა საბჭოს წევრებთან. შეხვედრა მიეძღვნა აღნიშნული ორგანიზაციის 65 წლის იუბილეს. საიუბილეო წლის ღონისძიებათა ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარე აკადემიკოსი მზექალა შანიძე, თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან გაბრუაშვილი, აფხაზეთის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე როზა კუხალაშვილი, საბჭოს სხვა წევრები, სევე საქართველოს რუსული სათვისტომოდან ალა ბეჟენცევა, უკრაინული სათვისტომოდან ვალენტინა მარჯანიშვილი, ქურთული სათვისტომოდან ლილი საფაროვა. კულტურის სახლში სტუმრებს დახვდნენ კულტურის სახლის დირექტორი, ქალიშვილთან ერთად, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის წევრები.

დაწვრილებით...
 
ჯავახეთში აღინიშნა შობისა და ნათლისღების დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

 a

6 იანვარს, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულზე, ჯავახეთის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინა წმიდა და უკვდავი საღმრთო ლიტურგია.

ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში წირვა აღავლინა ჯავახეთის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა.

დაწვრილებით...
 
ქრისტე იშვება: ადიდებდეთ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

b

ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად! ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა! 

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების ეს სასიხარულო ამბავი ჟღერდა 5 იანვრისა და 6 იანვრის წმიდა შობის წირვების დროს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა საკურთხევლიდან. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში სადღესასწაულო წმიდა წირვა აღავლინა აჭარისა და იმერეთის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 211 212 213 214 215 216 217 218 219 220 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 219, სულ 280