1geo

fb you od

ქრისტე იშვება: ადიდებდეთ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

b

ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად! ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა! 

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების ეს სასიხარულო ამბავი ჟღერდა 5 იანვრისა და 6 იანვრის წმიდა შობის წირვების დროს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა საკურთხევლიდან. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში სადღესასწაულო წმიდა წირვა აღავლინა აჭარისა და იმერეთის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა.

6 იანვარს სადღესასწაულო წმიდა წირვას დაესწრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე თანაშემწესთან ერთად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელებმა ბათუმის სომხურ მოსახლეობას, ასევე ყველა სომეხს მიულოცეს  შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები.

წირვის ბოლოს  მამა არარატმა შეასრულა წყალკურთხევის ცერემონია.   წმინდა მირონით ნაკურთხი წყალი დაურიგდა მორწმუნეებს.

სადღესასწაულო ცერემონია გაშუქდა ორი ტელეარხის - „აჭარისა“ და „25-ე არხის“   მიერ.

 

12

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)