1geo

fb you od

ჯავახეთში აღინიშნა შობისა და ნათლისღების დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

 a

6 იანვარს, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულზე, ჯავახეთის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინა წმიდა და უკვდავი საღმრთო ლიტურგია.

ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში წირვა აღავლინა ჯავახეთის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა.

ღვთისმსახურების დროს მღვდელმა ტათევ მარუქიანმა წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ეპისტოლე   შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, შემდეგ ჯავახეთის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა ეკლესიაში გაავრცელა ჩვენი უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხორციელად შობის ამბავი.  

აღვნიშნოთ, რომ 6 იანვარს დაიბადა დიდების ღმერთი, ერთადერთი ძე, ოცდაათი წლის შემდეგ, კვლავ 6 იანვარს, მოინათლა. შეჰფერის ღმერთს, რომელმაც გააძლიერა ღვთისმშობელი მისი ხორციელად საშობად,   თავის დაბადების დღეს მონათვლა, წყალში ჩასვლით, მისი განწმენდითა და გაძლიერებით, რათა წმიდა სულის მეშვეობით ჩვენ კვლავ დავიბადოთ წმიდა აუზიდან და გვეწოდოს ძე უფლისა. სწორედ ამიტომ, სომეხთა ეკლესია ერთად აღნიშნავს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს და მას უწოდებს „გამოცხადების დღესასწაულს“.

საღმრთო ლიტურგიის ბოლოს  ჯავახეთის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა შეასრულა წყალკურთხევის ცერემონია. წელს ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის წმიდა ჯვრის ნათლიობის პატივი ერგო მორწმუნე ქრისტიანს პეტროს გრიგორიანს. წმინდა მირონით ნაკურთხი წყალი დაურიგდა მორწმუნეებს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)