სიახლეები
|
2016 წლის 28 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილთან. შეხვედრის დაწყებამდე სტუმარმა დაათვალიერა "ჰაიარტუნ" ცენტრი, იხილა დარბაზები, საბავშვო ბაღი, გაეცნო კულტურული ცენტრის საქმიანობას.
|
დაწვრილებით...
|
|
სიახლეები
|
2016 წლის 22 ივლისს, ერევნის ალექსანდრე სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისადმი მიძღვნილი "ჩემი სომხეთი" მესამე ფესტივალის საზეიმო გახსნა, რომლის ფარგლებშიც დაიწყო ქორეოგრაფიული ხელოვნების დღეები. ფესტივალის მონაწილეებს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისასალმებელი მიმართვა წარუდგინა დიასპორის მინისტრმა ჰრანუშ ჰაკობიანმა. მიმართვაში ხაზგასმული იყო სრულიად სომეხთა ფესტივალის როლი მსოფლიოში გაფანტიული სომხების სამშობლოსთან დაახლოების, სომხური იდენტობის შენარჩუნების და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2016 წლის 11 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) 26-მა აქტივისტმა ჭაბუკმა და გოგონამ, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფ სურენ აბრაამიანის ხელმძღვანელობით, ზაფხულის დასვენება გაატარა სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის ლერმონტოვის ველზე მდებარე „ანდრანიკ“ სკაუტურ ბანაკში. სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში მოწყობილი ბანაკის ამ ეტაპში მონაწილეობას იღებდა აშშ-ს, ირანის, ერაყის, დუბაის და საქართველოს ჯგუფების წარმომდგენელი 150 სკაუტი. 13 ივლისს საბანაკო ცხოვრების გახსნა იყო. ბანაკის გახსნის ცერემონია აკურთხა გუგარქის ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსმა სეპუჰ ჩულჯიანმა.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2016 წლის 26 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ეპარქიის თანამშრომელთა, განყოფილებათა და საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრების ნახევარწლიური საქმიანობის საანგარიშო კრება.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2016 წლის 25 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიის სააგენტოს პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 119, სულ 280 |