სიახლეები
|
2016 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა აშუღ ჯივანის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი „კეთილი, ლამაზი, სათნო“ ფილმის პრემიერა. ფილმის ავტორი და პროდიუსერია რიტა შაროიანი. ფილმი წარადგინა დამდგმელმა- რეჟისორმა არმენ რონოვ-მკრტჩიანმა.
|
დაწვრილებით...
|
|
სიახლეები
|
2016 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო ახალი - 2016-17 სასწავლო წელი. სწავლის დაწყების მაუწყებელი სკოლის ზარი საზეიმო პირობებში დაირეკა ასევე თბილისის და საქართველოს რეგიონების სომხურ სკოლებში. საქართველოში ამჟამად მოქმედებს 130-ზე მეტი სომხური ენის სწავლებით სასწავლო დაწესებულება, სადაც სწავლობს 13 ათას 900 მოსწავლე.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2016 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში დაიწყო 2016-2017 სასწავლო წელი. დილიდან მხიარული განწყობა იყო „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, ყვავილების ფერადი თაიგულებით ხელდამშვენებული 40 სომეხი პატარა, მშობლებთან ერთად, მასწავლებლების თანხლებით, მოვიდა დილის ღვთისმსახურებაზე.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
ჯვართამაღლების დღესასწაული სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან უკანასკნელია. ის ჯვრისადმი მიძღვნილი დღესასწაულია, რომელიც მოძრავია და წელს 11 სექტემბერს სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2016 წლის 7-9 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივითა და საეპისკოპოს მხარდაჭერით, მოეწყო საქართველოს სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა ლიდერების სამდღიანი შეკრება. პროგრამაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები დედაქალაქიდან, ქვემო ქართლიდან და აჭარის რეგიონის სომხებით დასახლებული სხვადასხვა დასახლებებიდან. პროექტი განხორციელდა დაბა წეროვანის კათოლიკური ეკლესიის კომპლექსში.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 117, სულ 280 |