სიახლეები
|
2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა შემოდგომის თემის შეჯამებას და მოიცავდა მეტყველების განვითარების, სიმღერის, ხატვისა და სახვითი ხელოვნების კომპონენტებს. შემოდგომამ, თავისი ფერებით და მოსავლით საკლასო ოთახში გადმოინაცვლა. იგრძნობოდა, რომ საბავშვო ბაღის პედაგოგებმა, მშობლების მხარდაჭერით, ბავშვებისთვის თვალსაჩინო გახადეს წელიწადის ამ დროის მრავალფეროვნება: ფოთოლცვენა, ნისლიანი ამინდი, ხილისა და ბოსტნეულის სიუხვე.
|
დაწვრილებით...
|
|
სიახლეები
|
2016 წლის 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში მიიწვია საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების სულიერი ლიდერები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივად ორგანიზებულ მიღებას მისმა უწმინდესობამ უწოდა დიდი და მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ამ დღემ გააერთიანა სხვადასხვა აღმსარებლობის და ეროვნების ადამიანები, ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ერთიანობასა და ქვეყნის ტრადიციებს.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2016 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის უმცროს ჯგუფში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "ოქროს შემოდგომა".
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2016 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდობის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეკრებილებს აინტერესებდათ სომხეთის რესპუბლიკაში და დილიჯანში მოქმედი „აიბ“ საგანმანათლებლო სისტემის საქმიანობა. საქართველოს სომხური სათვისტომოს ოცნებათაგან ყველაზე აქტუალური ეროვნული სკოლის შექმნაა, აქედან გამომდინარე დიდი იყო ინტერესი იმ სკოლის გარემოს მიმართ, რომელსაც აქვს დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლა. ამ შეხვედრისათვის ერევნიდან სპეციალურად იყო ჩამოსული „აიბ“ სკოლის დირექტორი არამ ფახჩანიანი, რომელმაც დაწვრილებით წარმოადგინა ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელით მოქმედი აღნიშნული სკოლა.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივითა და ეპარქიის მხარდაჭერით, 2016 წლის 12 ნოემბერს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა სომეხ ახალგაზრდებთან, რომლებიც სწავლობენ თბილისის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დარბაზში ადგილები ეკევა ასამდე სტუდენტს, რომლებმაც დაამთავრეს თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებისა და სოფლების სკოლები და ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამაზე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა სპეციალობებზე.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 111, სულ 280 |