1geo

fb you od

ალექსანდრე ელისაშვილი "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

DSC07487-1 

2016 წლის 28 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილთან. შეხვედრის დაწყებამდე სტუმარმა დაათვალიერა "ჰაიარტუნ" ცენტრი, იხილა დარბაზები, საბავშვო ბაღი, გაეცნო კულტურული ცენტრის საქმიანობას.

 

შეხვედრა გახსნა "მშვიდობის ფონდის" თავმჯდომარე გიორგი თუმასიანმა, მადლობა გადაუხადა დამოუკიდებელ დეპუტატს თბილისის სომეხი თანამოქალაქეების ცხოვრებით დაინტერესებისა და მათთან შეხვედრის მზაობისათვის.

 

 შეხვედრის თემა იყო "თბილისის მულტიკულტურული ისტორია " , თავის დროზე ამ კულტურის ცენტრ ქალაქში სომხური კვალის შენარჩუნება. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. დამოუკიდებელმა დეპუტატმა წარადგინა ქალაქის საკრებულოს საქმიანობა, ქალაქთმშენებლობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები, ქალაქის განვითარების პერსპექტივები. გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა თბილისის კულტურულ მრავალფეროვნებასა და განსაკუთრებით სომხურ კვალზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა თბილისელი სომხების პასიურობას ამ კვალის მუდამ ნათლად შენარჩუნების საქმეში.

 

შეხვედრაზე საუბარი იყო ქალაქის პირველ საავადმყოფოში, რომელიც მოსახლეობაში უკვე 100 წლის განმავლობაში ინარჩუნებს დამფუძნებელ მიქაელ არამიანცის სახელს, სოლოლაკში მდებარე ალექსანდრე მანთაშევის სახლის კედელზე მემორიალური დაფების განთავსების, "თბილისი მარიოტ" სასტუმროში, რომელიც იყო მიქაელ არამიანცის ძალზედ საყვარელი სასტუმრო „მაჟესტიკი“, საექსპონატო სამახსოვროს შექმნის, ვერეს სასაფლაოზე დაკრძალული სომეხი ერის ღირსეული შვილების საფლავების აღნუსხვის საკითხებზე.

 

გაიჟღერა ინიციატივამ საკრებულოს შენობის დარბაზში მოეწყოს სომეხი ერის ღირსეული შვილის, სამჯერ თბილისის მერად არჩეული ალექსანდრე მატინიანცის ხსოვნის ღონისძიება, ორგანიზებულ იქნას გამოფენა სლოგანით „თბილისის სომხური კვალი“.

 

სტუმარმა და შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს თაობებისთვის მულტიკულტურული თბილისის ისტორიის სწავლების და ხალხებისადმი პატივისცემითა და სიყვარულით აღზრდის საჭიროებას.

 

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქალაქის საკრებულოს რეგულარულად წარუდგენს ქალაქის განვითარების და მისი კოლორიტის შენარჩუნების საკითხებს, მათი ერთობლივი გადაწყვეტის მიზნით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)